© ანი რეხვიაშვილი

2019/20 წლების დიდი 10-ის პირველი ტურის ყველაზე სანახაობრივი თამაში დღეს, ნუცუბიძის სტადიონზე გაიმართა. სტადიონზე მისულმა მაყურებელმა დინამიკური რაგბით, ლამაზი მომენტებით და 6 ლელოთი ისიამოვნა.

ეს იყო ტურის დასკვნითი შეხვედრა, რომელშიც პირველი ქართული სარაგბო კლუბი, უძლიერესთა შორის ორი წლის შემდეგ დაბრუნებული ბოლნისის "ყოჩები" ვიცე-ჩემპიონ რუსთავის "ხარებს" მასპინძლობდა. გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, თუმცა მასპინძლების კარგი თამაში მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და "ყოჩებმა" დიდ 10-ში დაბრუნება 30:25 მოგებით აღნიშნა.

ორივე გუნდი სწრაფი, ხელდახელ თამაშით ცდილობდა ლელოს გატანას და არ ერიდებოდა ორიგინალურ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის სტარტია, მორაგბეები კარგად ახერხებდნენ ფაზების აკინძვას და უპირატესობას შემტევ რაგბის ანიჭებდნენ, რაც გატანილი ქულების ოდენობაშიც აისახა.

ანგარიში პირველსავე წუთზე გაიხსნა. ბოლნისელთა ვეტერან მგეზავ თემურ სოხაძეს 22-იდან ფეხით მოგერიებისას გიორგი ბასილაიამ დაუფარა და ლელო გაიტანა, ხოლო ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა. "ყოჩებმა" 1 წუთში უპასუხა - ლადო მიმინოშვილმა ლამაზი მოძრაობით გაჭრა ხაზი და შექცეული პასით ლელოში გიორგი წიკლაური შეუშვა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა შეასრულა.

მე-11 წუთზე "ხარების" ჯერი დადგა. მათ დერეფნიდან გაშალეს შეტევა, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს და ის დავით თაბუკაშვილმა ლამაზ ნახტომში, ალამთან დაამიწა. ხუციშვილს გარდასახვა გაუცუდდა, 22-ე წუთზე კი ჯარიმა ვერ გაიტანა და 31-ე წუთზე სოხაძემ ახლოდან გატანილი ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. სამ წუთში "ხარებმა" წამოიწყო მრავალფაზიანი, ხელდახელ შეტევა. ბასილაიამ სივრცე მოძებნა, ხაზი გაჭრა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა ამჯერად ზუსტად გარდასახა. შესვენებამდე "ყოჩებმაც" ხელდახელ, სწრაფი შეტევით უპასუხა. გიორგი ნოდიამ ხაზი გაჭრა. მერე გრძელ ფრთაზე ბურთი გიორგი ხარშილაძეს მიუვიდა, რომელიც მცველთან ერთი-ერთზე დარჩა და გასაქცევი სივრცეც ჰქონდა, თუმცა ის ლექსო მელიქიშვილმა წესების დარღვევით შებოჭა და თავად სინბინით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა - 17:19.

განახლდა თუ არა თამაში, მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დავით ხიდეშელიც დაისაჯა და მეორე ტაიმი გუნდებმა კაცნაკლულად დაიწყეს. ბოლნისელებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და სოხაძემ 47-ე წუთზე, კარის წინ 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით "ყოჩები" პირველად დააწინაურა. გავიდა ორი წუთი და მასპინძლებმა უპირატესობა ლამაზი ლელოთი გაზარდეს - სოხაძემ ფეხით ბურთი ლელოს ხაზთან ჩაკიდა, მას ხარშილაძე დაეუფლა და ლელო მიითვალა, ხოლო სოხაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

ვაჟა ხუციშვილმა ჩამორჩენა ჯარიმით, ტაიმის შუაში შეამცირა. სოხაძემ 8-ქულიანი სტატუს-ქვოს აღდგენა ორჯერ სცადა არეკნით და მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა, მაგრამ 77-ე წუთზე ეს ჯარიმით მოახერხა. ხუციშვილმა ჯარიმით მალევე უპასუხა და "ხარებს" ბოლო შეტევა დარჩა, მაგრამ ბურთი დაკარგა და "ყოჩებმა" დიდ 10-ში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა - 30:25.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიგი
გილოცავთ ყოჩებო ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას მთელ სამწვრთნელო შტაბს და განსაკუთრებით ვიქტორ დიდებულიძეს წარმატებები ეს ერთი და სხვა მრავალი ყოჩებო :))
niko
ყოჩაღ ყოჩები. და ღუძუც სურათშია:) წარმატებით წინსვლა!!!
გუჯა კახაძე
გილოცავთ! სულ გამარჯვებულებს გევლოთ!!!!
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
ჩემპიონთა ლიგა აეკ-ის და "ასტონ ვილას" გამარჯვებებით დაიწყო
Ballon d'Or Nominees: კვარაცხელია, კიდევ ცხრა პარიზელი და სხვები
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
[VIDEO] მფრინავი ხვიჩა - კვარაცხელიამ პსჟ-ის ვარჯიშზე წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაიტანა
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მბაპე: "ოქროს ბურთის" მოგება შემიძლია
[VIDEO] გუგეშაშვილს თავისი გუნდის ფანებმა უსტვინეს - ლუკამ მათ პასუხი გასცა
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
რას გადაწყვეტენ "ლივერპულში"? - მამარდაშვილს სეზონის განმავლობაში დააკვირდებიან
"ბაიერნის" შემდეგ ინტერესი უკვე ინგლისური გრანდებიდან - თორნიკე კვარაცხელიას ახალი მსურველები ჰყავს
დემბელემ თავისი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების სამი მთავარი კანდიდატი დაასახელა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10-ის ფინალი 12 მაისს ბათუმში გაიმართება
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია