© ანი ბერთლანი

"იუნკერებთან" მატჩის ბოლო წუთზე მარნეულის "არმაზმა" გასატან პოზიციაზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. გივი ცინცაძემ ის 3 ქულად გარდასახა და საკუთარ გუნდს 18:15 მოაგებინა.

შანსი იმისა, რომ დიდი 10-ის მეექვსე ტურის ზედიზედ მესამე მატჩი ფრედ დასრულებულიყო, ძალიან დიდი იყო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს დისციპლინამ დააღალატა.

"არმაზს" პირველ ტაიმში სამი სალელოვე შეტევა ჰქონდა, მაგრამ უქულოდ დარჩა, დებიუტანტმა კი ორჯერ გაიხარა. ტაიმის შუაში "იუნკერების" კარგი, თანმიმდევრული შეტევა ლელოთი გიორგი ჟღენტმა დაასრულა, 34-ე წუთზე კი ვახტანგ კავთიძე მოკლე მანძილზე რამდენიმე მცველს დაუსხლტა და ლელოს მისწვდა. დიტო კიკნაძემ მეორე ლელო გარდასახა - 12:0.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც "არმაზის" სწრაფი, ხელდახელ შეტევები ქულებში პირველად აისახა. ნიკა გიგაურმა ხაზი გაჭრა და ბურთი ლუკა მატკავას გაატანა, მან კი ლელოში ლუკა დვალიშვილი შეუშვა. რამდენიმე წუთში მარნეულელთა ხაზმა მეორე ლელო შექმნა. მთავარი შემოქმედი აქაც მატკავა იყო, რომელმაც მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და შებოჭილმა ოფლოუდი ცინცაძეს გაუხერხა, რომლის ლელოს მისივე გარდასახვა მოჰყვა.

კავთიძემ 64-ე წუთზე გატანილი ჯარიმით "იუნკერებს" ლიდერობა დაუბრუნა. ცინცაძეს პასუხის გაცემა მალევე შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა. მაგრამ მალევე მღელვარებას სძლია, თითქმის იმავე პოზიციებიდან ჯარიმები 72-ე და ბოლო წუთებზე გაიტანა და "არმაზს" 18:15 მოაგებინა.

ამ მოგების შემდეგ მარნეულელები 11 ქულით მე-7 ადგილამდე აღზევდნენ. "იუნკერები" მიღებული ბონუსით "ყოჩებს" გაუტოლდა და ცხრილში დამატებითი მაჩვენებლებით დაწინაურდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ოქროს ბურთი" წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს" - ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: ჩემპიონმა დებიუტანტი 20:8 დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10: ახალი სეზონი ახალი გუნდით და მოედნით დაიწყო
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა