© მარიამ გაგნიძე
თბილისის "აკადემიამ" დედაქალაქურ დერბიში "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში დაასრულა.
„მხატვრებმა“ განვლილი 9 თამაშიდან 6 მოიგეს, 26 ქულა მოაგროვეს და ლიდერს მხოლოდ 3 აშორებთ.
„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში "ლოკომოტივი" მასპინძელი იყო, მაგრამ შეხვედრა ნომინალური სტუმრების აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე დავით მოძღვრიშვილმა ანგარიში გახსნა, ტაიმის შუაში კი გიორგი ჭუაძემ ლელო გაიტანა და მოძღვრიშვილმა გარდასახა.
"რკინიგზელებმა" 27-ე წუთზე ირაკლი ქვათაძის ლელოთი უპასუხეს. გარდასახვა არაზუსტი იყო. შესვენების წინ მოძღვრიშვილმა კიდევ
მეორე ტაიმში ქულები მხოლოდ "აკადემიამ" აიღო. 51-ე წუთზე ვანო ბურდულმა ლელო გაიტანა და მოძღვრიშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. 67-ე წუთზე ჭუაძემ დუბლი შეასრულა და „მხატვრებს“ ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში ბონუსიც ერგებოდათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, 4 ქულას დასჯერდნენ - 25:5.
"ლოკომოტივი" 14 ქულით მე-8 ადგილზე რჩება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით