© აჩიკო გეგენავა

ქუთაისის "აიამ" ოთხი გამარჯვების შემდეგ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე და 3 მარცხი) მიაწყო და ლიდერის პოზიცია ნელ-ნელა დათმო. მე-9 ტურში გორის "ჯიქი" "აიას" „აია არენაზე“ ეწვია და 19:15 დაამარცხა.

დაძაბულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში დებიუტშივე, დიტო კალანდაძის ლელოთი გახსნეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და გიორგი ბაბუნაშვილმა მე-9 წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, ხოლო მე-16-ზე გურამ შენგელიამ ლელო გაიტანა და "აია" 8:5 დააწინაურა.

"ჯიქმა" ტაიმის ბოლოს მეორე ლელოს გატანა მოახერხა. თავი ლაშა საჯაიამ გამოიჩინა და რეზი ჯინჭველაშვილმაც გარდასახა. მეორე ტაიმის შუაში კოტე მარჯანიშვილმა სტუმართა მესამე ლელო გაიტანა და ჯინჭველაშვილმაც გარდასახა, რითაც გორელები გამარჯვებას დააახლოვა - 19:8.

თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე დავით კვირიკაშვილმა ლელო გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვების იმედი დაუბრუნა. ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო, მაგრამ "აიამ" გადამწყვეტი ლელოს გატანა ვეღარ შეძლო და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა.

ქუთაისელებმა პირველი წრე 25 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულეს, "ჯიქს" კი 21 გაუხდა, მეექვსე პოზიციაზეა და მდევარს 6 ქულით უსწრებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"ლოკომოტივმა" "ჯიქს" სძლია და მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა
დიდი 10: "ბათუმი" და "აია" დაზავდნენ
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა