საგანგებო ვითარების გამო რაგბის კლუბები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

AutoSharing Option
ქართული სარაგბო კლუბების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც ორიოდ დღის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა უმძიმესი კრიზისის თაობაზე, პრესკონფერენცია გამართა.

მთავარი თემა იყო ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ქართული რაგბის სამყარო, კერძოდ კი, კლუბები ჩავარდნენ. ლაპარაკია რაგბის კავშირის სერიოზულ (დაახლოებით 5-6 მილიონ ლარზე) ფინანსურ დავალიანებაზე.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ წლების წინ "ქართუ ფონდმა" 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა რაგბიში, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის.

წლეულს კი კრიზისი გააღრმავა პანდემიამ, რის გამოც დღემდე ვერ ხერხდება ჩემპიონატის განახლება. ამის გამო
გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, 14 აგვისტოს კი პოსტი დატოვა პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემაც.

"შექმნილ სიტუაციაში მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა", - ნათქვამია გორგასლიძის განცხადებაში. სწორედ მის გადადგომას მოჰყვა კლუბების წარმომადგენელთა პრესკონფერენციაც. მათ მოითხოვეს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც კრიზისული სიტუაციის განსახილველად და გამოსავლის მოსაძებნად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

წყარო: lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაღაც საეჭვო სიტუაციაა. ამხელა დახმარების შემდეგ, ფულიც უნდა გეკეთებინათ. ამ უმოკლეს პერიოდში, რაგბი, ასეთ უმძიმეს პირობებში, როგორ უნდა ჩავარდნილიყო? ეს კორონავირუსის ბრალი ვერ იქნება. არ თამაშობთ? დასხედით სახლებში. ჩვენც ბევრნი დავსხედით სახლებში და ეკონომიკური კრიზისიც, ასე თუ ისე, გადავიტანეთ. ალბათ დიდი ხელფასები შემოგაკლდათ. ჯანიანი, ბრგე, ვაჟკაცები ხართ. ჩემი ყველაზე კარგი რჩევაა: არსებობს სოფლები, გრძელტარიანი კომუნისტური თოხები და ყანებისკენ ჰერი-ჰერი, რომ არ მოხდეს, გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებული, მზგავსი ინციდენტები. დამეთანხმეთ, აქ არ არის საჭირო, პრემიერ მინისტრი. ეს რჩევა, ყველაზე კარგი გამოსავალია.
ძმური რჩევა რაგბისტებს. არ დამბლოკოთ!
14 აგვისტო 2020 21:36
12
Სასწრაფოდ აუდიტი... Ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილი... Ეს პრო... Ბი.. Ეხლა ყველა გარბის, არა და მებრძვიანო ვიღაცა იძახდა. Მაგას იმიტომ არ უნდოდა არჩევნების დათარიღება რომ ფული აქვს შეხრული და მანამდე უნდოდა დრო რომ დაელაგებინა სიტუაცია, გორგასლიძემაც როგორ გასქურა, პირდაპირ ვერ გაიქცეოდა საეჭვო იქნებოდა(ჯერ შენ გაიქეცი და ტექნიკურად მეც ჩავტყდებიო) და იტვირთა ბიჭმა ამხელა პასუხისმგებლობა რამდენიმე დღით/კვირით. Მაგათმა დააქციეს რაგბი!!!
გურია
14 აგვისტო 2020 21:35
1
დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
დავით
14 აგვისტო 2020 21:34
0
დააბრუნეთ ნიჟარაძე!!!
დიმო
14 აგვისტო 2020 20:19
0
დააბრუნეთ ნიჟარაძე.
გია
14 აგვისტო 2020 19:55
0
არჩევნები ვინც გააჭიანურა საერთოდ არ უნდა გააკარო რაგბს
შოკირებული გულშემატკივარი
14 აგვისტო 2020 19:50
0
ოქ მიშას გავსცხე ყანყრატოში და აქ შენს ბიძინას მთელი გულით და სულით!!!
მერიის მოტრფიალე)))
14 აგვისტო 2020 19:20
0
Karochee ra rit ver gadzgaa tqveni mucelii saidan gagmavda krizisii koronam tu tqvenma jibeshi chadebulma milionebmaa !!
Shoti
14 აგვისტო 2020 18:47
0
ხო, ეგ და კიდევ ბიძინა გადაარჩენს რაგბს, თან უთქვიათ, პა ხოდუ აბხაზეთსაც ვაბრუნებთო სექტემბერში!!!))))))))))))))))))))))))))))))))))))
მერიის მოტრფიალე)))
14 აგვისტო 2020 17:59
12
შენი სათაყვანებელი გიჟი მიშა დაეხმარება )))
მერიის მოტრფიალე))) -ს
14 აგვისტო 2020 18:34
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული