ნასენგე ლისალა ჰუგავოუ და ნაჰოლო მელი ნაკუბუ პირველი ფიჯელი მორაგბეები არიან, რომლებიც დიდ 10-ში ითამაშებენ.

უკანახაზელები საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიმატა. მელი ნაჰოლო "ოლბლექსელი“ ვაისაკე ნაჰოლოს უმცროსი ძმაა, შუამარბად და ფრთაზე თამაშობს, ხოლო ლისალა ნასენგე ფულბეკია და შუამარბადაც თამაშობს.

ორივე მათგანს აქვს ახალ ზელანდიაში, "ტარანაკში" თამაშის გამოცდილება, ბოლოს კი სამშობლოში იმყოფებოდნენ, მაგრამ 2020 წელი კოვიდპანდემიის გამო გაუცდათ.

"აიას" მთავარი მწვრთნელი ლევან შარვაშიძე იმედოვნებს, ფიჯელები კარგად მოერგებიან გუნდს და დიდ 10-ს დამატებით ხიბლს შესძენენ:

"ფიჯელებს აგენტის მეშვეობით დავუკავშირდით. ჩვენი კლუბის პრეზიდენტ გია გორგასლიძეს დიდი ხანია კუნძულელების ჩამოყვანა სურდა. გასული სეზონის შემდეგ გუნდმა დიდი დანაკლისი განიცადა და გვაქვს იმედი, რომ ლეგიონერები გაგვაძლიერებენ. ორივე ხაზის მოთამაშეა და ვფიქრობ, ისინი ქართულ შიდა რაგბის უფრო სანახაობრივს გახდიან. ფიჯელებს ბურთაობა უყვართ, რაც ჩვენი სათამაშო სტილია და ისინი გუნდს კარგად უნდა მოერგონ. კარგი იქნება, თუ ლეგიონერებს სხვა კლუბებიც ჩამოიყვანენ. ეს ჩემპიონატს დამატებით ინტერესს შესძენს და კონკურენციაც გაიზრდება“.

მელი ნაჰოლო: "ვიცით, რომ "აია" დიდი ისტორიის მქონე, ჩემპიონი გუნდია. აქ ჩამოსვლა იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ ახალ კულტურას ვეზიაროთ და გამოცდილება შევიძინოთ. გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. "აიას" საწვრთნელი პროცესი დიდად არ განსხვავდება იმ ვარჯიშებისგან, რაც ფიჯისა და ახალ ზელანდიაში გვქონდა“.

rugby.ge

დავით
ფიჯელები გასაგებია - ზოგადად მხეცები არიან, ძალიან მაგრები და იმედი მაქვს კარგად წაადგება ქართულ რაგბის, ახალ სისხლს შემოიტანს. აი სამხრეთამერიკელებისა კი რა გითხრა, აბა?... :)

იუნკერებმაც ერთი სამხრეთაფრიკელი დაიმატეს
ლაშა
პირველი ლიგაში ოზურგეთის არწივებმა დაიმატა ორი სამხრეტამერიკელი
crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა