დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა თავიდან სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. საწყის 26 წუთში გუნდები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირაკლი ყიასაშვილმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაზეც "არესმა" გიორგი თევდორაძის ერთი ჯარიმით უპასუხა.
თევდორაძემ 29-ე წუთზე არეკნით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მალევე გაგა ქევხიშვილმა ხაზი გაჭრა, ლელო ძელებშუა გაიტანა, ყიასაშვილმა კი გარდასახა და ტაიმი 16:6 დასრულდა.
"არესმა" საპასუხო ლელო 56-ე წუთზე გაიტანა.
დიდდიღმელებს 44 ქულა მოუგროვდათ, ქუთაისის "აიას" ურთიერთშეხვედრებით გადაასწრეს და პირველ ადგილზე აღზევდნენ. "არესმა" ნუგეშის ქულა აიღო, 26-ით "ხვამლს" გაუტოლდა, მას ურთიერთშეხვედრებით გადაასწრო და მე-6 პოზიციაზეა.
წყარო: Rugby.ge