"ვეცდებით ეს გამოვასწოროთ და კანადასთან კარგ თამაშთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვოთ"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ცენტურიონი დავით კაჭარავა არ ივიწყებს, რომ "ბორჯღალოსნებს" ნოემბრის პირველი თამაშის ჩატარება უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება.

"როგორც წესი, ჩვენს პირველ თამაშს ყოველთვის ახლავს სირთულეები, რის დასტურადაც შარშან იაპონიასთან გამართული თამაშიც გამოდგება.

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოგება ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით ეს გამოვასწოროთ და კანადასთან კარგ თამაშთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვოთ. მეტოქე გუნდი ცდილობს ხელით მეტი ითამაშოს, ძალიან კარგი გარემარბები და შუამარბები ყავს. ვფიქრობ, დინამიური, კარგი საყურებელი თამაში იქნება და ველოდებით სავსე ტრიბუნებს.

ხაზში ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომლებიც
ძალიან კარგ შედეგს აჩვენებენ შიდა ჩემპიონატში. ვფიქრობ, მათი მოტივაცია გაათმაგებულია, ეს ჩვენი გუნდისთვის სუსტი წერტილი სულაც არ იქნება და პირიქით, ნაკრების თამაშს კიდევ უფრო გააძლიერებს".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული