მილტონ ჰეიგი: სრულად კმაყოფილი არ ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, კანადის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- ქართველმა რაგბისტებმა კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]


- უნდა ველოდოთ თუ არა ახალგაზრდა მოთამაშეებს უელსთან სასტარტო შემადგენლობაში? მათ ხომ მშვენივრად ითამაშეს?
- მატჩი უკვე დასრულდა. კარგია, რომ 54 ქულა გავაკეთეთ, მაგრამ სრულად კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებმაც კარგად ითამაშეს, ყველამ კარგად ითამაშა და ივნისში რომ გვეთქვა კანადას 54 ქულას გავუკეთებთო, არარეალურად ჩაითვლებოდა. 

- კანადამ 22 ქულა მოაგროვა, ეს ბევრი ხომ არ არის?
-  ამ ფაქტით გახარებულები არ ვართ. განსაკუთრებულად არ მომეწონა ის ლელო იყო, რომელიც სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ მივიღეთ. რაღაც მომენტებში, როდესაც
მეტოქემ ტემპს მოუმატა, კარგად გამოიყენა საკუთარი სწრაფი თამაში, თუმცა მალევე ისევ შევიკარით და მოწინააღმდეგე გავანეიტრალეთ. 22 ქულის გაშვებით ბედნიერი არც კაპიტანი და არც დაცვის მწვრთნელი არ იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო სერიის პირველი მატჩი და საწყისი შეხვედრა ყოველთვის რთულია. რაღაცეები უნდა გამოვასწოროთ, როდესაც ბურთს ვკარგავთ, სწრაფად უნდა მოვახერხოთ გადალაგება და ეს აუცილებლად გასაუმჯობესებელი გვაქვს.

- როგორ შეაფასებდით უელსთან შანსებს?

- ყველაფერი დამოკიდებული იმაზეა, თუ როგორ მოვემზადებით მატჩისთვის. ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ დავიღალეთ იმ მომენტით, როცა ამბობენ, რომ პირველი დონის გუნდთან საქართველო უშანსოდაა და ჩვენ უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად, სტატისტიკისთვის ვთამაშობთ. თუ გვინდა, რომ ესეთ გუნდებთან შედეგი გვქონდეს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მომზადებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

- გუშინ, უფრო მხიარული იყავით, ვიდრე დღეს. უკეთეს შედეგს ელოდებოდით, უფრო ძლიერ თამაშს თუ ეს სათამაშო სტრესიდან გამომდინარეა?

-  ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი რაგბის ირგვლივ ხდება. რა თქმა უნდა ამ მოგებით გახარებულები ვართ, თუმცა  როდესაც მოთამაშე ვიყავი, რაც არ უნდა დიდი ანგარიშით მოგვეგო, თუ არ მომწონდა იმ თამაშის ხარისხი ნაწილობრივ,  ყოველთვის მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდი. 

- შიდა ჩემპიონატის დონე საგრძნობლად იწევს. ნაკრებში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიჭებიც ამის დასტურია. გვაინტერესებს მწვრთნელის მოსაზრება დიდი 10-ის შესახებ.
- ჩემპიონატის დონეზე აშკარად მატულობს, რაც ნიჭიერი მორაგბეების გამოჩენითაც დასტურდება. რომ შევადაროთ ექვსი წლის წინანდელი და ახლანდელი დიდი 10, ძალიან დიდი სხვაობა არის.

- ვასილ ლობჟანიძემ თითქოს პროგრესი შეწყვიტა, რისი ბრალია, "ბრივში" თამაში იშვიათად რომ უწევს?
- დიახ, ნაწილობრივ გეთანხმებით. ვასილმაც იცის ამის შესახებ, ამაზე გვისაუბრია და თავადაც ყველაფერი გააზრებული აქვს. ის მაღალი კლასის მორაგბეა.  მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი სათამაშო დრო აქვს, მან ისე უნდა ივარჯიშოს, როგორც საჭიროა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის პრობლემაა როდესაც ჩვენი ერთერთი იმედს და ნიჭიერ მორაგბეს პრობლემები აქვს. Kარგი იქნება შენც ასე გამოგცვალონ სამსახურში ან სადმე სხვაგან?
vato
14 ნოემბერი 2017 02:22
0
რა პრობლემაა, აფრასიძე უპრობლემოდ შეცვლის.
ბმბ
12 ნოემბერი 2017 13:18
5
მან ისე უნდა ივარჯიშოს,როგორც საჭიროა.ვასკა მართლა ჩრდილში იყო და რამდენჯერმე არასწორი გაგრძელებაც აირჩია,ყოველ შემთხვევაში ჩემი არა კომპეტენტური აზრით.ვასკას რა შეუძლია უკვე გვინახავს და გაცილებით მეტი რომ შეუძლია,არც იმაში ეპარება ეჭვი არავის.ალბათ მართლა მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება თავის გუნდში,ან რაღაც სხვა პრობლემაა,თორემ შრომა რომ არ ეზარება,ვიცით.
სოსო
12 ნოემბერი 2017 12:40
0
სათამაშო დრო და უფრო მეტად მოდუნება ფსიქოლოგიურად, ახალგაზრდაა და მაგასაც ისწავლის, თორემ თვითონაც მაღლა უწევს თამასას თავის თავს და მუდმივ პროგრესის წნეხშია მგონი. ექნება სათამაშო დრო და დაღვინებასაც დაიწყებს ყოველმხრივ.
ანდრი
12 ნოემბერი 2017 14:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული