The Telegraph: მერაბ კვირიკაშვილის ტრაგიკული ამბავი გვიჩვენებს, როგორ შეუძლია რაგბის ყველაზე ღრმა ჭრილობების მოშუშება

AutoSharing Option
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა telegraph-მა უელსი-საქართველოს სარაგბო დაპირისპირების წინ მერაბ კვირიკაშვილის ისტორია გაიხსენა.

The Telegraph: მერაბ კვირიკაშვილს რაგბი ჭრილობების მოშუშებაში დაეხმარა
შეგახსენებთ, რომ ავტოავარიის შედეგად კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მანქანაში - სამი ადამიანი.

მერაბ კვირიკაშვილის ტრაგიკული ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია რაგბის, ადამიანს სულიერი ჭრილობები მოუშუშოს.

ქართველი მორაგბე იმ ავტოკატასტროფის მონაწილე იყო, სადაც მისი მეუღლე დაიღუპა. ეს ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა.

წელიწადზე მეტია უკვე გასული და დაბრუნებაში კვირიკაშვილს სპორტი დაეხმარა. მალე შეიძლება ის უელსის ნაკრების წინააღმდეგ ვიხილოთ.

"ეს იყო ძალიან
ემოციური მომენტი მერაბისთვის, ნამდვილი საშინელება. შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ვუთხარი, რომ რაგბი მას დაეხმარებოდა, კონცენტრაცია მოეხდინა სხვა დეტალებზე", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

კვირიკაშვილი "ბორჯღალოსნებს" გასული წლის ნოემბერში დაუბრუნდა, იაპონიის წინააღმდეგ შეხვედრაში. ამ მატჩში საქართველო 22:28 დამარცხდა, კვირიკაშვილმა ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა შეასრულა.

ქართველი მორაგბე ნაკრებში რეგულარულად თამაშობდა, მას 106-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "ბორჯღალოსნებში". ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბეა და უელსთან პირველივე წუთებიდან უნდა ველოდოთ.

"მე გაოცებული ვარ მერაბ კვირიკაშვილით, მე ვერ წარმომიდგენია ნაკრები მის გარეშე. ჩვენ ყველამ გავიზიარეთ მისი მწუხარება და ეს აჩვენებს, რომ რაგბი ერთი ოჯახია.

ჩვენ ვითამაშებთ რაგბის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან, ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ სარაგბო ადგილას. ჩვენ გვაქვს საქმე ე.წ. გოლიათის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა შევებრძოლოთ. თუ ჩვენ კარგად ვითამაშებთ, ეს იქნება კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ჩვენ ექვს ერში თამაშს ვიმსახურებთ", - ამბობს მილტონ ჰეიგი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ნიცშე!" გამოძიების მასალებს გაეცანი! ოთხი უდედოდ დარჩენილი შვილის ყურება ადვილია? ავარია შემთხვევითი ტრაგედიაა და არც შენ ხარ დაზღვეული! ( ისე სახელს ოდნავადაც ვერ ესადაგები)
მაია
16:20 17-11-2017
0
კვირიკაშვილი, ტრაგედიის ავტორია და არა მონაწილე, ტრაგედია დატრიალდა იმათ თავზე ვინც სიცოცხლე, ბავშვი და ჯანმრთელობა დაკარგა, კვირიკაშილი ერთი ბედგამწყრალი კაცი და ტრაგედიის შემოქმედია, საერთოდ რა შუაშია აქ რაგბი, რა ტკივილი უნდა გაუქარვოს რაგგბმა, რას უშველის რაგბი იმ პატარას ვინც მშობლების გარეშე უნდა გაიზარდოს ან იმ ბავშვს ვინც დედის მუცელში მოკვდა ან ახალგაზრდა ცოლ-+ქმარის ჯანმრთელობას?! ვერაფერს! ამიტომ ვიღაცა ხარ სისულელეების წერას შეეშვი და კვირიკაშვილსაც ურჩიე შეგვეშვას საქართველოს გულშემატკივრებს და სახლში წავიდეს. კვირიკაშვილი, ვონ!
ნიჩშე
11:36 17-11-2017
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული