მილტონ ჰეიგი: დარწმუნებული ვარ, ქართული რაგბი სწორ გზას ადგას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები კარდიფში უელსის ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

კანადასთან მატჩი უკვე ისტორიაა და "ბორჯღალოსნები" წინ, მომავალი ბატალიებისკენ იყურებიან.

ოკეანისგაღმელებთან მოგების შემდეგ ჩვენი გუნდის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

გუშინ BBC.COM-ზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, მილტონ ჰეიგთან საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. თემა, ცხადია, უელსთან მომავალი მატჩი და ექვსი ერის გათამაშებაში საქართველოს დაშვების საკითხი იყო:

"ექვსი ერი აუცილებლად გვჭირდება. ამის თაობაზე წლებია ვსაუბრობთ. ამ ტურნირში ჩართვა გვჭირდება საიმისოდ, რათა ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

ძალიან გვეიმედება ინგლისის რაგბის კავშირის ახალი გენერალური დირექტორის,
სტივ ბრაუნის, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ჩვენი მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ეს ფანტასტიკურია.

ცხადია, ისიც კარგად გვესმის, რომ, როცა ასეთ ნდობას მოიპოვებ, მომავალშიც სულ განვითარებაზე უნდა იზრუნო. დარწმუნებული ვარ, ქართული რაგბი სწორ გზას ადგას, რათა ამ ტურნირზე თამაშის უფლება მიიღოს.

ლოჯისტიკაზე ვერაფერს გეტყვით. ეს იმ ქვეყნებს უკეთ მოეხსენებათ, ვინც უკვე არიან ექვსი ერის წევრები. თუმცა, უკეთესი იქნება, ექვსი ერი გაფართოვდეს, ვიდრე დაინერგოს იქ მოხვედრისთვის პლეი-ოფის სისტემა, რომელსაც ექვსი ერის ქვეყნები საფრთხედ აღიქვამენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა გზითაც უნდა მოვხვდეთ ექვს ერში, ჩვენ მზად ვართ, ორივე ხელით ჩავეჭიდოთ ამ შანსს", - თქვა მილტონ ჰეიგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩი კარდიფში, "პრინსიპალიტი სთედიუმზე" შაბათს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ჯაბა ბრეგვაძე (კრასნი იარი), შალვა მამუკაშვილი (კარკასონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო);
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), გიორგი ჩხაიძე (დომონი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე);
მესამე ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში), ბექა ბიწაძე (ნარბონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი);
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ლოკომოტივი), გელა აფრასიძე (მონპელიე);
#10: ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (არმაზი);
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები);
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), სოსო მათიაშვილი (აკადემია), გიორგი კვესელაძე (არმაზი);
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

იხილეთ სტატია სრულდა Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კაცზე და საქართველოს ნაკრებზე ფილმს გადაიღებდა ჰოლივუდი :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული