უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ კარდიფში პირთამდე სავსე 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შეხვედრას უელსის ეროვნულ გუნდთან მთელი საქართველო მოულოდნელად ელოდა.

"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.

მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც
დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
მკითხველის კომენტარები / 124 /
ეს იყო ლოგიკური მინიმუმი, ამაზე ნაკლები თამაში არაფრით არ იქნებოდა და ამაზე მეტად ვერ შეგვაკავებდნენ. მოკლედ, მოვდივართ ძია და მალე მოვალთ! აბა ჰე ..
ზვიადი
18 ნოემბერი 2017 21:24
0
უელსელებს რომ ბავშვივით გაუხარდათ შერკინებაში ჩვენი დაჯარიმება მარტო ეს რად ღირდა. ნარიაშვილი არის მსოფლიოში საუკეთესო ბურჯი
David
18 ნოემბერი 2017 21:10
0
ბოლოში ფლანგზე რომ გადაეტანათ მაგრამ თავი არავინ აწია
gamarjveba
18 ნოემბერი 2017 20:44
7
არა რამაზ,მელიტონა არაფერ შუაშია,უბრალოდ უელსმა იეშმაკა და მათ არ აგვარჩევინეს ბოლოს შერკინება-ტრავმები მოიმიზეზეს შერკინების ორმა უელსელმა და ამიტომ აღარ შეიძლებოდა შერკინების დაყენება.ანუ ჟარგონულად რო ვთქვათ უელსელებმა არაკაცურად მოგვიგეს(შეეშინდათ ჩვენი შერკინების და წაიაფერისტეს) და ეს იგივეა ფეხბურთში რო ხელით გატანილი გოლით მოიგებ თამაშს
roma
18 ნოემბერი 2017 23:31
0
ჯერ არ ვართ ექვსეულის გუნდების მოსაგებად, მაგრამ წინსვლა არის გამოცდილებას იღებს ნაკრები რაც ძალიან გვაკლია დიდ გუნდებთან. წინააღმდეგობას ვუწევთ მაგრამ კრეატულობაა გვაკლია შეტევაში.
ებიჯო
18 ნოემბერი 2017 21:52
1
ბრავო ბიჭებს მეამაყებიან ეს ბიჭები.
T.q
18 ნოემბერი 2017 21:51
0
ამას უკვე ექვსი ერის კარის შემტვრევა კი არა ამ კარის საერთოდ ჩამოხსნას ნიშნავს! რა შეშინებული თვალებით იყურებოდნენ მასპინძლები ბოლო წუთებზე. კიდევ როდემდე დაგვემალებიან ნეტავ ისინი და იტრიალებენ ჩაკეტილ წრეში იტალიასთან ერთად?!
დუდუ
18 ნოემბერი 2017 21:36
0
დაჩმორებული უელსი! მაგრამ ხაზის თამაში გვჭირდება სასწრაფოდ
მიშა
18 ნოემბერი 2017 21:05
0
ამაყი ვარ ვამაყობ ბიჭებო თქვენით. ის მოვახერხეთ რო უელსი შევაშინეთ შერკინებაში არ დაგვიდგნენ. ამ ქათმური საქციელის გამო შესაძლოე ინგლისელები საერთოდ არ ეთამაშOნ. ბოლო წამზე კი რაც დაგვისტვინეს მაგას ვერც ერთი ტირ 1 ის გუნდს ვერ აკადრებდნენ. არა უშავს. თამაში გამოვიდა. თამაში შედგა. ეს მუდამ ემახსოვრებათ რო შიშით მოიგეს. დაგვაკლდით მამუკა, ზირაქა. თთუნდაც სკამიდან თუნდაც ბოლო 15 წუთი. ცუდი დრო აირჩიეთ წასასვლელად ბიჭებო. ვამაყობ ყველათი განსაკუთრებით კი ახალგაზრდებით. მათიაშვილი, მოდებაძე, გიორგაძე. ლომიძე. ყოჩაღ ყველას. აი ეს არის ის რაც გვინდოდა. და ბოლოს/ ყოჩაღ მილტონ ჰეიგს, რომელმაც მოახერხა და დიდი რაგბი გვათამაშა.
ukleba
18 ნოემბერი 2017 20:59
0
გაიხარეთ ბიჭებო როგორც ქართველი ხალხი გაახარეთ,უელსი ძალიან გამწარდება და 2019 წელს იცოდეთ რომ ორმაგი ჯახი მოგიწევთ,ეცდებიან ყური აუწიონ პატარა საქართველოს რაც მოხდა 2017 18 ნოემბერს და თქვენ იცით ლომებო
Rugby
19 ნოემბერი 2017 15:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული