20:35 18-11-2017
უელსი-საქართველო 13:6 - როცა შენი გუნდით ამაყი ხარ! [VIDEO]
AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" ასეთი პატივით მიღება, ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მატჩი. ეს იყო აღიარება ქართული რაგბისა.
ეს გახლდათ მატჩი, რომელსაც გარკვეულწილად უნდა წარმოეჩინა ჩვენი გუნდის რაობა, მისი დონე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭების კლასში ეჭვი არც გვეპარებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ერთია სახლში კანადის განადგურება და სულ სხვა კარდიფში უელსთან დაპირისპირება.
მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც დაგვიდო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა. 34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მატჩის ბოლოს მეტრში ვიყავით ლელოსთან, თუმცა ვერ დავდეთ და მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამაყი ხარ შენი გუნდით, რომელიც სტუმრად მსოფლიოს გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშა.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ეჰ ბიძოს ფული რომ მქონდეს 4 ერის კარებზე მივუკაკუნებდი და მიგვიღებდნენ კიდეც.
აი მერე 1-2 წელიწადში გენახათ ჩვენების პროგრესი.
ახლა დავეშვათ მიწაზე
შეცდომები რათქმაუნდა გვქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ წინ მივიწევთ.
კარგი იყო მოდებაძე მაგრამ იმ გაქცევის მომენტში სისწრაფე და განსაკუთრებით გამძლეობა აშკარად არ ეყო.
ბოლო 10 წუთში 2 მომენტი გვქონდა და იმდენად შევედით აზარტში, ფლანგებზე გადატანა ვერც მოფიქრეთ განსაკუთრებით ბოლო შეტევა. მეტი პრაგმატიზმია საჭირო და გამოცდილებასთან ერთად ესეც მოვა.
და თუ ვინმეს რაგბის წარმატება არ უხარია თავისი ცინიკური კომენტარები თავისთვის შეინახოს.