"დეილი მეილი": საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან

AutoSharing Option
ბრიტანულმა ტაბლოიდმა "დეილი მეილმა" უელსისა და საქართველოს მორაგბეთა მატჩს მიმოხილვა მიუძღვნა და ჩვენი გუნდი აქო და ადიდა. გთავაზობთ ამონარიდებს.

"ჰალამ ამოსმა თავისი ლელოთი მასპინძელთა გუნდი სირცხვილს გადაარჩინა.

ეს იყი თვალსასეირო, თვალსასეირო სანახაობა. უელსელთა მწვრთნელმა 14 მორაგბე შეცვალა და ისინი ისე გაისარჯენ, გეგონებოდათ, ერთად არასოდეს არ ეთამაშათ. საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ გამარჯვებასთან. შეხვედრის უკანასკნელი 15 წუთი ისინი გამუდმებით უტევდნენ და კინაღამ დააღამეს მეტოქის ხაზთან.

მათთვის ეს დიდებული იყო, თუმცა ისტორიული გამარჯვება ვერ დააფიქსირეს. მიუხედავად წაგებისა, სტადიონზე სულ უფრო
ხმამაღლა გაისმოდა ბორჯღალოსანთა ექვსი ერის ტურნირში ჩართვის მოთხოვნა და როგორც ჩანს, მალე ეს მოთხოვნა თანდათან უფრო და უფრო გამაყრუებელი გახდება.

ქართველებმა იგრძნეს თავიანთი შანსი კარდიფში. მსაჯის საფინალო სასტვენისას 55 ათასმა გულშემატკივარმა შვებით ამოისუნთქა - უელსი გადარჩა.

ქართველთა შერკინება სადისტურად ექცეოდა მოწინააღმდეგეს. ლეონ ბრაუნს განსაკუთრებული პრობლემა ქონდა მიხაილ ნარიაშვილთან.

სტადიონზე მათი მრავალრიცხოვანი ფანები სკანდირებდნენ:"ლელო, ლელო". მსაჯის რეინალის საფინალო სასტვენმა დაანგრია მათი ოცნება, მაგრამ ისინი დაბრუნდებიან".

აღნიშნულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მორაგბეთა თამაში ასე შეაფასა

მათიაშვილი 6, კოშაძე 6, კაჭარავა 6.5, შარიქაძე 7, მოდებაძე 6, ხმალაზე 5 (ჯინჭველაშვილი, 46), ლობჟანიძე 7 (ბეგაძე, 56), ნარიაშვილი 8 (ასეიშვილი, 66), ბრეგვაძე 6 (მამუკაშვილი, 67), ჩილაჩავა 7.5, (ბეკოშვილი, 63), მიქაუტაძე 7 (ჩხაიძე, 66), ნემსაძე 7, ლომიძე 6.5, კოლელიშვილი 7.5 (თხილაიშვილი, 63), ბიწაძე 6

მკითხველის კომენტარები / 17 /
მადლობა ბიჭებს მაგარი თამაშისთვის! ერთადერთი რასაც ვიტყოდი ისაა, რომ მეკოს დრინლინგი და არაორდინალურობა გვაკლდა, ცოტა მეტი დრო რომ ქონოდა კარგი იქნებოდა, მაგრამ ალბათ ფორმაში არაა. ბექა გორგაძეც ძალიან გვაკლდა.. მთლიანობაში ძალიან კარგი ოყო!!! ამერიკასთან სტადიონი უნდა გავავსოთ..
zviads
00:15 19-11-2017
0
გული დამწყდა მიუხედავად იმისა გასაკეთებელი გაკეთდა. ჩევნი, საქართველოს ნაკრები მოგაგონებდათ ციხის კარზე იერიშის მიმტანებს რომლებსაც დიდი მორი უჭირავთ და კარების შემტვრევას ცდილობენ.ეს კარები ალბათ მიხვდით ექვსი ერია.რომელიც გუშინ ნახევრად შემტრვრეული დავტოვეთ და რომელმაც კიდევ ერთი გამით შეინარჩუნა სიმაგერე და ცოტა ამოისუნქა:) მაგრამ ისევ ინათებს...გული დამწყდათო ვამბობდი იმიტომ,რომ ვიგრძენი მე ვიყავი ტომ გუნდის გულშემატკივარი რომლლისთვისაც ყევლა ტოპ გუნდათან წაგება მიუხედავად მცირე სხვაობისა რაც უკვე სენსაციაა.მიუგებელიაა მადლობა ამისთვის ჩვენს ლომებს,რომ გულშემატკივარიც გაგვათავხედეს:)
xoneli
09:09 19-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული