მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე გაიმართება.
- შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. რით არის ეს განპირობებული?
- დატვირთული ორი კვირა გვქონდა, ამ თამაშებს ახლდა მგზავრობა. ახალი ბიჭებით მეტ ენერგიას შემოვიტანთ. გუნდი ცოტათი განახლდება და ამ მორაგბეებსაც მიეცემათ თამაშის საშუალება. ეს ცვლილებები ბუნებრივია, ამით არის განპირობებული.
- ერთით მეტი მორკინალი გვყავს განაცხადში, რატომ?
- მორკინალებს საკმაოდ დიდი შრომის გაწევა მოუწიათ ამ თამაშებში, იმის გათვალისწინებით,
განსაკუთრებული მიღწევაა, ბოლო თვის განმავლობაში სამი ცენტურიონი გვეყოლება. გიორგი ჩხაიძეც შეუერთდება ამ ჯგუფს. ბევრი ასეთი მორაგბე არ არის მსოფლიო რაგბიში.
- მოწინააღმდეგე რომ შეაფასოთ, როგორი გუნდია?
- საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად არიან ძლიერები. იმით არიან ცნობილნი, რომ ბურთის განზე გატანა უყვართ. მეორე-მესამე ხაზში ჰყავთ კარგი მორაგბეები. საკმაოდ კარგი და სწრაფი უკანახაზელები ჰყავთ. განსაკუთრებით გამოსაყოფია ფრთის მოთამაშეები.
- უელსთან თამაში რომ ყოფილიყო "დინამოზე", შევძლებდით თუ არა იმ ლელოს დადებას?
- ყოველთვის უკეთესია სახლში თამაში, ყოველთვის უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ, როცა საქართველოში ვთამაშობთ.
- გვყავს თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა ხვალისთვის, რომ თამაში მოვიგოთ?
- მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეთამაშებით, მოცემული სიტუაციიდან ყოველთვის საუკეთესო გუნდს ვარჩევთ. ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ და მოვიგოთ.
მერაბ შარიქაძე: "ყველაზე დიდი ზეწოლა მოდის ხვალინდელ თამაშზე. ყველას აინტერესებს, უელსთან თამაში გამოგვივიდა თუ ეს არ იყო შემთხვევით და ასეთი გუნდი ვართ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები".
მნიშვნელობა არა აქვს რეიტინგს . მოტივაცია დიდი იქნება დარწმუნებული ვართ . ამერიკაზე გამარჯვება ყველაზე მაგარი იქნება . რაის უელსი და რაის შოტლანდია ))) ,
ბოლო-ბოლო ზე სახელმწიფოს ნაკრებს ვხვდებით .
რამდენიმე მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან:
1. როდოს შეწყვიტავთ გულშემატკივრის შეურაცყოფას?
2. როდის შეწყვიტავთ გულშემატკივრის ფეხებზე დაკიდებას?
3. როდის შეწყვიტავთ ამ გადმოკოპირებას და მასზე "საავტორო" უფლებების დადებას?
4. აღარ გრცხვენიათ? საქართველოში ნომერი 1 სპორტის ასე გამასხარავება შეიძლება?
თუ ავტობუსის ფული არ გაქვთ რომ პრესკონფერენციაზე წახვიდეთ მე გამოგიგზავნით!
თუ პასტა და ფურცელი არ გაქვთ მითხარით და დაგეხმარებით!
თუ მეტი ფანტაზია არ გაქვთ რა კითხოთ აქ კომენტარები მაინც წაიკითხეთ გულშემატკივარს რა აინტერესებს!
აჰა დამბლოკეთ ახლა რომ თქვენ საოცარ "ნაშრომს" ჩრდილი არ მიადგეს!
სირცხვილი თქვენი!
ჩემი ხუთი მეგობარიც დავპატიჟე!!!
აბა, ლაღად და მამაცურად, როგორც ყოველთვის!!!!