25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.
კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.
მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).
32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
19:55 25-11-2017
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
გახდა რაგბი პოპულარული, მორჩა მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდება საბოლოოდ და საერთოდ, პრასვეტი გაუათასდება. იმიტომ რომ ეს არის ამერიკა. ყველა ევეოპელის სისუსტე არის ამერიკა, საქართველოშიც სხვათაშორის და ასე ძნელად რატომ იგებ ამას. ეხლა ამერიკელებსაც კითხე, მაგათი სისუსტეც ევროპაა - სად საფრანგეთში იტალიაში და ბრიტანეთში გულავი, და სად ზელანდია და ავსტრალია... აი ამაშია საქმე. ზელანდია უკვე ისეთი ძლიერია სპორტულად არც აწყობს 6 ერი, მაგრამ აბა ნებისმიერ ზელანდიელ მორაგბესაც კითხე სად უნდა გულავი? ევროპაც და ამერიკაც.
ამ სამ თამაშში თითქმის ყველა ახალმა ჩააბარა გამოცდა (ვერ ჩაბარებულებზე ცალკე), მოდებაძე ისე თამაშობს ამ პოზიციაზე თითქოს 50 კეპი მაინც ქაონდეს მოგრევებული! ძალიან კარგია და დამაჯერებელი მათიაშვილი, კოშაძე, კვესელაძე! ცოტა უცნაური შეგრძნება მაქ ბეკოშვილთან. ალბათ სტაბილურობა აკლია. აფრასიძე ჩემი აზრით ვასკას მალე ჩაუქროლებს და მერე ვნახოთ დაეწევა კი ოდესმე?
ყველაზე უარყოფითი შთაბეჭდილება ჯინჩველაშვილმა დატოვა. რა თქმა უნდა მელიტონამ ბევრად მეტი იცის ჩვენზე და ალბათ ხედავს რამე ტალანტს ამ ბიჭში, მაგრამ საშინელი ორი თამაში ქონდა. იმედია ვცდები და ამ ორი თამაშის შეფასებით მას გულს არ გავუტეხავ...
... მაგრამ გულს გავუტეხავ მერაბ კვირიკაშვილს! მეკო ძმაო და მეგობარო, კუმირო და ქართული რაგბის ლეგენდავ გაიხედე უკან და გაანალიზე რაც მამუკამ გააკეთა - შეიძლება მამუკაზე მაგრები გვყოლია წარსულში და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გვეყოლება, მაგრამ მისი სახელი მუდმივად ჩვენი გულების დიდების დარბაზში იქნება, როგორც გაუტეხარი, დაუმარცხებელი კაპიტანი, რომელიც გამარჯვებული წავიდა (კალათბურთელი კაპიტანისგან განსხვავებით).
მეკო არა ნაკლები დამსახეურება გაქ ქართული რაგბის წინაშე! მამუკას შედეგები ვინმემ შეიძლება გაიმეოროს მაგრამ ძალიან საეჭვოა ვინმემ შეძლოს! ვიცი მეკო როგორ გიყვართ შენ და რაგბს ერთმანეთი მარა არ არსებობს ეს დრო არ მოვიდეს და ჯობია ეს დრო შენ დათქვა და მოვიდეს (მალე)! არ გაგიჭირდება საქართველოს ნაკრების ბოლო თერთმეტი თამაშის ნახვა და უყურე შენს თამაშს.
ძალიან მინდა ერთა თასზე აბჟანდაძის ხილვა 10 ნომერზე. მისი გამოცდის დროა!
თუმცა ჩვენ, გულშემტკივარმა უნდა ვისწავლოთ, როგორც სტადიონის თავიდანვე გავსება, ასევე ისიც რომ ასეთი თამაშის მერე არ გადავუაროთ ჩვენს ნაკრებს და წყალს არ გავატანოთ... მოგებულებს არ განსჯიან...უელსისგან განსხვავებით კიდე სუდრათქმაუნდა ველოდი რო უელსის მერე გადაღლილი იქნებოდა ნაკრები, მარა ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი. რო არა იმათი დამრტყმელის სიბეცე( 4 დარტყმა გააფუჭა) წაგებული გვქონდა თამაში.
თუმცა ჩვენ, გულშემტკივარმა უნდა ვისწავლოთ, როგორც სტადიონუს თავიდანვე გავსება, ასევე ისიც რომ ასეთი თამაშის მერე არ გადავუაროთ ჩვენს ნაკრებს და წყალს არ გავატანოთ... მოგებულებს არ განსჯიან...უელსისგან განსხვავები კიდე სუდია აშკარად ჩათლახობდა...
მოკლედ მადლობა ბიჭებს და იმედია შესაბამისი დასკვნები გაკეთდება!
მოვიგეთ. ვინერვიულეთ.
ამერიკა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი...
იმას რომ გაეტანა 3 ჯარიმა და ასეთი რამეები არ გვინდა..
ბებიაჩემს რომ ... ჰქონოდა, პაპაჩემი იქნებოდა..
თუნდაც ანატომიურად "ნაკლი" გააჩნდეს!:)))))))))))