25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.
კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.
მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).
32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
19:55 25-11-2017
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ნაბიჯ-ნაბიჯ ექვსი ერისკენ ლომებო :*
P.S. ასეთი გაჭირვებით მოგების ბრალია ჩვენი მუდმივი თამაში რუსეთთან ესპანეთთან გერმანიასთან და მსგავს ქლიავებთან.ამერიკა კი ვის ეთამაშება რეგულარულად ვიცით ყველამ.
მეორე მიზეზია უელსთან შესანიშნავი თამაშის შემდეგ გადაღლილობა და ცოტა ეიფორიაც. ეს ორივე მიზეზი საბოლოო ჯამში ერთმანეთთან დიდ კავშირშია. გვექნება რეგულარული თამაშები იმათთან მაინც ვოსაც ამერიკა ეთამაშება და ხარვრზები გამოსწორდევა გარანტირებულად.
P.P.S. დიდი მადლობა ჩვენო სახელოვანო მორაგბეებო ასეთი თავდადებული ბრძოლებისათვის.
წაგებაა, თამაში იყო ასე და მორჩა. რომ გამოხტებით ხოლმე, ასეთ კომპლექსიან და მუდმივად ”არ შეგვიძლია” ხალხს არ ეკუთვნის რომ უყურონ ასეთ გმირ ბიჭებს!!!
ძმაო კითხვისნიშანო, როგორც ჩანს ჩემი კომენტარების ერთგული მკითხველი ხარ და რაღაც დაგიმახსოვრებია კიდეც. მაგრამ აზრსაც თუ გამოიტან წაკითხულიდან უკეთესი იქნება.
ამიტომ თავს უფლებას მივცემ და განგიმარტავ: მე რიგითი გულშემატკივარი ვარ და უელსთან თამაშის მერე ეიფორიაში ჩავარდნის უფლებაც მაქვს და წაგების გამარჯვებად "გასაღებაც" შემიძლია, რათქმაუნდა იმ მოცემულობის შემდეგ რაც 18 ნოემბერს გვქონდა. იმის უფლებაც მაქვს იმ მონაპოვრის საფრთხეში დაყენების შემდეგ რაც უელსთან თამაშის შემდეგ იყო, სამართლიანი გულისტკივილი გამოვხატო.
და კიდევ, ამერიკასთან შედარებით სუსტი თამაში არც ჩემი ეიფორიაში ჩავარდნის ბრალია და არც ჩემს მიერ წაგების გამარჯვებად "გასაღებაში". ამერიკასთან ესეთი თამაში რისი ბრალიც არის მაგიტომ ვიგლეჯ ნერვებს და მაგიტომ ვცდილობ ამ საიტზე ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვხატო.
დიდი მადლობა წინასწარ ყურადღებისათვის.
ამ სამ თამაშში თითქმის ყველა ახალმა ჩააბარა გამოცდა (ვერ ჩაბარებულებზე ცალკე), მოდებაძე ისე თამაშობს ამ პოზიციაზე თითქოს 50 კეპი მაინც ქაონდეს მოგრევებული! ძალიან კარგია და დამაჯერებელი მათიაშვილი, კოშაძე, კვესელაძე! ცოტა უცნაური შეგრძნება მაქ ბეკოშვილთან. ალბათ სტაბილურობა აკლია. აფრასიძე ჩემი აზრით ვასკას მალე ჩაუქროლებს და მერე ვნახოთ დაეწევა კი ოდესმე?
ყველაზე უარყოფითი შთაბეჭდილება ჯინჩველაშვილმა დატოვა. რა თქმა უნდა მელიტონამ ბევრად მეტი იცის ჩვენზე და ალბათ ხედავს რამე ტალანტს ამ ბიჭში, მაგრამ საშინელი ორი თამაში ქონდა. იმედია ვცდები და ამ ორი თამაშის შეფასებით მას გულს არ გავუტეხავ...
... მაგრამ გულს გავუტეხავ მერაბ კვირიკაშვილს! მეკო ძმაო და მეგობარო, კუმირო და ქართული რაგბის ლეგენდავ გაიხედე უკან და გაანალიზე რაც მამუკამ გააკეთა - შეიძლება მამუკაზე მაგრები გვყოლია წარსულში და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გვეყოლება, მაგრამ მისი სახელი მუდმივად ჩვენი გულების დიდების დარბაზში იქნება, როგორც გაუტეხარი, დაუმარცხებელი კაპიტანი, რომელიც გამარჯვებული წავიდა (კალათბურთელი კაპიტანისგან განსხვავებით).
მეკო არა ნაკლები დამსახეურება გაქ ქართული რაგბის წინაშე! მამუკას შედეგები ვინმემ შეიძლება გაიმეოროს მაგრამ ძალიან საეჭვოა ვინმემ შეძლოს! ვიცი მეკო როგორ გიყვართ შენ და რაგბს ერთმანეთი მარა არ არსებობს ეს დრო არ მოვიდეს და ჯობია ეს დრო შენ დათქვა და მოვიდეს (მალე)! არ გაგიჭირდება საქართველოს ნაკრების ბოლო თერთმეტი თამაშის ნახვა და უყურე შენს თამაშს.
ძალიან მინდა ერთა თასზე აბჟანდაძის ხილვა 10 ნომერზე. მისი გამოცდის დროა!
მოვიგეთ. ვინერვიულეთ.
ამერიკა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი...
იმას რომ გაეტანა 3 ჯარიმა და ასეთი რამეები არ გვინდა..
ბებიაჩემს რომ ... ჰქონოდა, პაპაჩემი იქნებოდა..
თუნდაც ანატომიურად "ნაკლი" გააჩნდეს!:)))))))))))