გუნდს ხვალიდან შეუერთდებიან ტოპ 14-ის ლიდერის, "მონპელიეს" ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე.
ნაკრების 28 კაციანი შემადგენლობა პირველი ორი კვირისთვის ხვალ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო ბელგიას 10 თებერვალს, 14 საათზე ქუთაისის "რაგბი არენაზე" უმასპინძლებს.
მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით