"ბორჯღალოსნები" ღია ვარჯიშს ხვალ თბილისში ჩაატარებენ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2018 წლის პირველ მატჩამდე ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს თბილისში გამართავენ, რომელიც ხვალ, 8 თებერვალს 11:00 სთ-ზე შევარდენის ბაზაზეა დაგეგმილი.

გულშემატკივრებთან ერთად ვარჯიშს დაესწრებიან ადიგენის I ცენტრალური სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ ბორჯღალოსნები რაგბის ღირებულებების შესახებ გაესაუბრებიან.

ხვალვე ეროვნული ნაკრები ქუთაისისკენ გაემგზავრება, სადაც ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის გააგრძელებს მზადებას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო ბელგიას 10 თებერვალს, 14 საათზე ქუთაისის ‘რაგბი არენაზე’ უმასპინძლებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული