"ბორჯღალოსნებს" ბელგიასთან მატჩში გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ბელგიასთან რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

"ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, ისეთი მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები", - თქვა ნემსაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ბელგიას 10 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" უმასპინძლებენ. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. სტადიონის სალაროებში ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, ხოლო ინტერნეტით ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბილეთები აღარ არისო სალაროებში მითხრეს, ასე უცებ სად გაიყიდა, ხო დღეს დაიწყო გაყიდვა? 3ზე იქ ვიყავი ხალხი არავინ იყო.. ძაან მაინტერესებს ახლობლობაში დარიგდა? არამგონია ონლაინ გაყიდულიყო ასე ერთად ყველა.. კაროჩე რა ნეპოტიზმის ბუკეტი ქვეყანა ვართ ყოველმხრივ!
წარმატებები ბორჯღალოსნებო! გენაცვალეთ!
ბას
17:07 08-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული