7 ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ქუთაისში "აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

ქართველებმა ჯამში მეტოქეს 7 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულა მოიპოვეს.

მე-9 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, შეხვედრაში პირველი ლელო ლევან ჩილაჩავამ დადო, ბექა წიკლაურმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

მე-15 წუთზე შალვა მამუკაშვილმაც შეძლო ლელოს დადება, წიკლაური კი გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 14:0 გახდა.

25-ე წუთზე ლელოთი თავი ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინა, წიკლაური გარდასახვა და ბელგიას ანგარიში 21:0
გაუხადეთ. მატჩის მიწურულ კი თავად წიკლაურმა შეძლო ლელოს დადება და გარდასახა კიდეც. საბოლოოდ საქართველომ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

55-ე წუთზე გიორგი ფრუიძემ დადო ლელო. სამწუხაროდ წიკლაურმა ბურთი ვერ გარდასახა. 67-ე წუთზე უპირატესბა 38 ქულამდე სანდრო თოდუამ გაზარდა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ანგარიში 40:0 გახადა.

77-ე წუთზე სადებიუტო ლელო ნაკრებში ანზორ სიჭინავამ დადო. წიკლაურმა კი ამეჯრადაც ზუსტად შეასრულა გარდასახვა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან 17 თებერვალს ჩვენი დროით 17:30 საათზე გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მხოლოდ იმიტომ მოვიგეთ რომ გაცილებით ძლიერი მორგბეები გვყავს! გუნდს საერთოდ არ ეტყობა მწვრთნელი, საერთოდ არ არის პროგრესი ხელით თამაშში. ძალიან არასწორი სელექცია, მოკლედ აშკარაა რომ ჰეიგს დიდი მადლობა, მაგრამ უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება.
ავთო
10 თებერვალი 2018 17:55
15
ჯერ კლუბებს გადახედეთ, რა დონეა და ჰეიგზე მერე იმსჯელეთ. ეროვნულ გუნდს ეროვნული საკლუბო საფძველი არ აქვს და საიდან ასეთი ამბიცია - "უფრო მარალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება!"

მადლობის მაგიერია? ცოტა ფრთხილად, სხვას, რომ მოიყვანთ - სანანებელი არ გახდეს ეგ არჩევანი...
ზაზა
13 თებერვალი 2018 00:50
0
კაცს თუ არ უნდა,თერგის რიყეზე ქვას ვერ იპოვის.ეს მორაგბეები თავისით გახდნენ ასეთები?სწორედ ჰეიგმა და მისმა გუნდმა შექმნეს განვითარების პროგრამა და ახორციელებენ კიდეც მას.ივანიშვილის მხარდაჭერა,რაგბის ფედერაციის სწორი მუშაობა და მწვრთნელთა შტაბის გვერდით დგომა არის ამ მორაგბეთა ასე მაღალ დონეზე ასვლის მთავარი მიზეზი,თორემ სად იყო ჩვენი ფეხბურთი და სად არის ახლა,ყველა კარგად ხედავს.არადა ფეხბურთს გაცილებით მეტი დაფინანსება და ტრადიციები აქვს.
სოსო
11 თებერვალი 2018 09:49
0
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღთ?!
Geixare
10 თებერვალი 2018 17:19
4
ყოჩაღთ ბიჭებო, გაიხარეთ, ძალიან მომეწონა რომ ანგარიშის მიუხედავად ბოლო წამებამდე იბრძოდით. ამას ჰქვია თავდადება და პროფესიონალიზმი.
gizog
10 თებერვალი 2018 16:20
0
გაუჭირდებოდათ
....
10 თებერვალი 2018 16:18
0
წარმატებები და წინსვლა.
ჩოგანა გორელი
10 თებერვალი 2018 16:17
0
გაუჭირდებოდათ
nnn
10 თებერვალი 2018 16:06
1
ყოჩაღ ბიჭებს და ვულოცავ რაგბის გულშემატკივრებს!!! მაგრამ სამწუხაროდ განცდა მაქვს რომ ჯერ კიდევ არ გვეტყობა ის კლასი რაც საკმარისია იქ... ((, ტემპს ვერვარეგულირებდით, თამაშის შინაარს ვერ ვმართავდით ისე როგორც ეტყობოდათ რომ უნდოდა შეტევების განვითარების მცდელობებში... და რავი კიდევ რამდენი მინუსები იყო სამწუხაროდ!!! იმედია ეს ყველაფერი შეთამაშების შემდეგ გამოსწორდება!!!
ტორინო
10 თებერვალი 2018 16:00
1
შედეგი დამაჯერებელი. სტარტი უკეთესი. აი რაგბი ტვს ტრანსლაციის ხარისხი ვერ ქაჩავს, თავის არხზე ინტერნეტში დააგვიანეს ჩართვა
ანდრი
10 თებერვალი 2018 15:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული