საქართველოს ნაკრებთან დამარცხებული ბელგიელები მაინც ამაყები არიან

AutoSharing Option
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან განადგურებული ბელგიელ მორაგბეთა მწვრთნელმა გიომ აჟაკმა შემდეგი განაცხადა:

"წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც განვაცხადე, რომ ზუსტად ვიცოდით ვის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. საქართველო ძლიერი და გამოცდილი გუნდია, ხოლო ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, გამოუცდელი გუნდი. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და მიუხედავად ანგარიშისა, ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ“.

საქართველოს სიძლიერე კიდევ ერთხელ აღნიშნა თომას დინსტმა:

"ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და ვეთამაშეთ გამოცდილ საქართველოს, რომელსაც რა თქმა უნდა ყავდა ძლიერი შერკინება. გაგვიჭირდა დერეფანშიც, თუმცა საბოლოოდ ჩემი თანაგუნდელებით კმაყოფილი ვარ“.

მომზადებულია rugby.ge-ს
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული