Irishtimes.com: საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შესახებ ირლანდიურმა საიტმა Irishtimes.com-მა სტატია სათაურით - "საქართველო 6 ერის რადარზე" გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"შაბათს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ირლანდიის ნაკრები იტალიას 37 ქულით დაამარცხებდა, ევროპის მეექვსე საუკეთესო ნაკრებმა ბელგია 49:0 გაანადგურა. შეგვიძლია იმაზე ვიდავოთ, ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპას ან რამდენი ჩვენგანი შეძლებს ამ ქვეყნის მოძებნას რუკაზე?

მსოფლიო სარაგბო რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონი ადამიანია, ევროპის საუკეთესო 6 სარაგბო ნაკრებს შორისაა, თუმცა 6 ერის ტურნირში არ მონაწილეობს. 

თუ გავითვალისწინებთ
იმას, როგორი უფერული ნაკრები ჰყავს იტალიას ამჟამად, ეს ფაქტი დიდად სატრაბახო არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც არის დასაფიქრებელი.

საქართველო უკვე დიდი ხანია დომინირებს ევროპის ერთა თასზე. მათ ასევე იასპარეზეს 2015 წელს იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე და უელსის ნაკრებთან მცირედი სხვაობით, მხოლოდ 13:6 დამარცხდნენ. მათი ნაკრების წევრთა უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს.

საქართველოში რაგბი ადამიანთა გონებაში და გენებშია ჩაბეჭდილი. ამის მაჩვენებელი მათი უძველესი თამაში ლელობურთია. რაგბის კარგად, ძირითადად, იმ ქვეყნებში თამაშობენ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ საქართველოს ამასთან საერთო არაფერი აქვს.

რაგბი საქართველოში გადაურჩა საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდს, მათ შორის, იოსებ სტალინის მმართველობისას. დამოუკიდებლობის მოპოვებისას კი ძალიან განვითარდა და ახლა თავგანწირვით ცდილობის 6 ერის კედელზე აცოცებას. ამ გუნდს შეუძლია 6 ერის წევრებთან სანახაობა მოაწყოს.

მათ, სულ მცირე, იმ დონეზე თამაში შეუძლიათ, რასაც იტალია აკეთებს. მაგალითისთვის არგენტინის ნაკრები ავიღოთ. ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორი პროგრესი განიცადა გუნდმა სამი ერის ტურნირის გაფართოების შემდეგ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქართული რაგბი მხოლოდ სათანადო მეტოქეებთან თამაშით განვითარდება და არა ბელგიის ნაკრების დონის გუნდებთან ასპარეზობით.

მსოფლიო რაგბიში ამბობენ, რომ მათი მიზანი რაგბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაა. იქნება თუ არა ამ პოლიტიკის დამადასტურებელი საქართველოს მიღება 6 ერში? - საქმე იმაშია, რომ 6 ერი ბიზნესია და მას სპორტთან არაფერი არ აქვს საერთო.

6 ერი კომერციული კლუბია, სადაც შემსვლელებს და გამომსვლელებს, როგორც სხვა ყველა ჩვეულებრივ ბიზნესში, მკაცრად აკონტროლებენ. ამის გათვალისწინებით, ძნელია არ დაიჯერო, რომ საქართველოს 6 ერში არმიღების მთავარი მიზეზი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.

ის რუსეთის მეზობლად მდებარეობს და შესაძლოა, ერთადერთი, ვინც საქართველოში შესვლის სურვილით იწვის, ეს ვლადიმერ პუტინია. ყველასთვის ცნობილია, რომ იტალიელებს რაგბი არ აინტერესებთ. მათ ხომ "ფერარი" და დიდებული ფეხბურთი აქვთ, მაგრამ 6 ერისთვის იტალია დიდებული ბაზარია.

მარადიული ქალაქის, რომის რომანტიზმს კი წინააღმდეგობას ვერავინ უწევს, თბილისი კი ძალიან შორს ჩანს. ამის გამო იტალია 6 ერში მყუდროდ და მშვიდად გრძნობს თავს.

საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ, საბოლოოდ კი არ აძლევენ 6 ერში შესვლის უფლებას, რადგან ქვეყანა საკმარისად მდიდარი და ძლიერი არაა", - ნათქვამია სტატიაში.


მკითხველის კომენტარები / 13 /
6 ერის ტურნირის ხელმძღვანელებს საქართველოს მიმართ ამ ტურნირში მონაწილეობაზე აქვთ ზუსტად ეს დამოკიდებულება რასაც ერთი ქართული ფილმის პერსონაჟი ამბობს: "შენ გინდა შვილი, მაგრამ მე მინდა? შენი დ.მ." და ქალს კლავს,იმიტომ რომ არ უნდა არ აწყობს...როგორც 6 ერის ორგანიზატორებ. ამ სტატიის ავტორი ჩვენდა სამწუხაროდ სიმართლეს გვეუბნება,,,,,,,მაგრამ ბრძოლა აუცილებელია,,,შეიძლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დონე დაეწიოს ჩვენი რაგბის განვითარების დონეს და მაშინ ნამდვილად მიგვიღებე!!!
ბათურა
15 თებერვალი 2018 12:34
0
რა შუაშია საბჭოთა კავშირი ან მითუმეტეს სტალინი, ეჰ ეს უბედური რა მაგრა უბერავს შიგა და შიგ.
დათო
15 თებერვალი 2018 12:24
7
ან ირლანდიელისთვის რატო ვართ პატარა ქვეყანა, როცა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად ზუსტად იგივე ფართობი გვაქვს, რაც ირლანდიას :D :D
გიორგი
17 თებერვალი 2018 10:14
0
მე პირადად მომეწონა სტატია, პირველ რიგში ის რომ 6 ერზე სრული სიმართლე აქვთ ნათქვამი და იმედია ისინი იგრძნობენ თავს შეურაცყოფილად. ვფივქრობ ცუდად ჩვენ ქვეყანაზე არაფერი უთქვამთ, რომი რომ ურჩევნიათ თბილის ტურისტებს ამასაც არ ჭირდება ბევრი მტკიცება. ჩვენი იმედი არის ასეთი სიმართლის ძახილი, რომ როგორმე გამოვახედოთ ჩვენსკენ და რაც მთავარია იტალიას მოვუგოთ და დანარჩენებთან ისე ვითამაშოთ როგორც უელსთან
KING
15 თებერვალი 2018 10:17
0
აბა აბა სულ გაწითლდნენო
999
15 თებერვალი 2018 11:34
0
///// რაგბი საქართველოში გადაურჩა საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდს, მათ შორის, იოსებ სტალინის მმართველობისას.////
სტალინს რომ გაეგო საქართველოში რაგბს თამაშობდნენ ,რა გვეშველებოდა, ყველა ქართველს ციმბირში გადაასახლებდა
კაკო
15 თებერვალი 2018 00:07
14
შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი!.სიმართლესთან ახლოსაც არაა, საქართველო რა თქმა უნდა ევროპაა,ჩამოვიდნენ, გვეთამაშონ ნახონ რამდენი ადამიანი დაესწერება თამაშს, ნახავავენ თბილისს და მიხვდებიან რომ არვართ ბაბუინები.ძალიან ცუდი წარმოდგება აქვთ საქართველოზე, როგორც ჩანს.ერთადერთი პუტინიაო რომელიც საქართველში შემოსვლის სურვილით იწვისო, საინტერესოა ის 7 მილიონი ტურისტი სად წავიდა ? !.იმედია გამოხმაურება მოყვება ამ სტატიას.
გიორგი
14 თებერვალი 2018 17:52
33
პუტინს შემოსვლა რო ნდომებოდა ადრეც შემოვიდოდა, დაეკითხება გგონიატ ვინმეს? არა და არც შემოსულა?
kako
15 თებერვალი 2018 11:36
2
და სად ამოიკითხე რომ საქართველო ევროპა არ არისო, ან აქ ბაბუინები ცხოვრობენო???
moqalaqe
15 თებერვალი 2018 00:49
2
ყველა გამოხმაურება
იტალიას უნდა მოვუგოთ წელს! ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი! კარგი იქნებოდ, თუ ნაიჯელ ოუენსი იქნებოდა მაგ თამაშის მსაჯი. სხვა გაგვწირავს ყველა.. ფედერაციას მივმართავ, გთხოვთ, იჩალიჩეთ ოუენსზე, რა..
ქუთაისელი
14 თებერვალი 2018 17:42
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული