Irishtimes.com: საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შესახებ ირლანდიურმა საიტმა Irishtimes.com-მა სტატია სათაურით - "საქართველო 6 ერის რადარზე" გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"შაბათს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ირლანდიის ნაკრები იტალიას 37 ქულით დაამარცხებდა, ევროპის მეექვსე საუკეთესო ნაკრებმა ბელგია 49:0 გაანადგურა. შეგვიძლია იმაზე ვიდავოთ, ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპას ან რამდენი ჩვენგანი შეძლებს ამ ქვეყნის მოძებნას რუკაზე?

მსოფლიო სარაგბო რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.7 მილიონი ადამიანია, ევროპის საუკეთესო 6 სარაგბო ნაკრებს შორისაა, თუმცა 6 ერის ტურნირში არ მონაწილეობს. 

თუ გავითვალისწინებთ
იმას, როგორი უფერული ნაკრები ჰყავს იტალიას ამჟამად, ეს ფაქტი დიდად სატრაბახო არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც არის დასაფიქრებელი.

საქართველო უკვე დიდი ხანია დომინირებს ევროპის ერთა თასზე. მათ ასევე იასპარეზეს 2015 წელს იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე და უელსის ნაკრებთან მცირედი სხვაობით, მხოლოდ 13:6 დამარცხდნენ. მათი ნაკრების წევრთა უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს.

საქართველოში რაგბი ადამიანთა გონებაში და გენებშია ჩაბეჭდილი. ამის მაჩვენებელი მათი უძველესი თამაში ლელობურთია. რაგბის კარგად, ძირითადად, იმ ქვეყნებში თამაშობენ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ გაერთიანებული, მაგრამ საქართველოს ამასთან საერთო არაფერი აქვს.

რაგბი საქართველოში გადაურჩა საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდს, მათ შორის, იოსებ სტალინის მმართველობისას. დამოუკიდებლობის მოპოვებისას კი ძალიან განვითარდა და ახლა თავგანწირვით ცდილობის 6 ერის კედელზე აცოცებას. ამ გუნდს შეუძლია 6 ერის წევრებთან სანახაობა მოაწყოს.

მათ, სულ მცირე, იმ დონეზე თამაში შეუძლიათ, რასაც იტალია აკეთებს. მაგალითისთვის არგენტინის ნაკრები ავიღოთ. ყველა კარგად ვხედავთ, თუ როგორი პროგრესი განიცადა გუნდმა სამი ერის ტურნირის გაფართოების შემდეგ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქართული რაგბი მხოლოდ სათანადო მეტოქეებთან თამაშით განვითარდება და არა ბელგიის ნაკრების დონის გუნდებთან ასპარეზობით.

მსოფლიო რაგბიში ამბობენ, რომ მათი მიზანი რაგბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაა. იქნება თუ არა ამ პოლიტიკის დამადასტურებელი საქართველოს მიღება 6 ერში? - საქმე იმაშია, რომ 6 ერი ბიზნესია და მას სპორტთან არაფერი არ აქვს საერთო.

6 ერი კომერციული კლუბია, სადაც შემსვლელებს და გამომსვლელებს, როგორც სხვა ყველა ჩვეულებრივ ბიზნესში, მკაცრად აკონტროლებენ. ამის გათვალისწინებით, ძნელია არ დაიჯერო, რომ საქართველოს 6 ერში არმიღების მთავარი მიზეზი ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.

ის რუსეთის მეზობლად მდებარეობს და შესაძლოა, ერთადერთი, ვინც საქართველოში შესვლის სურვილით იწვის, ეს ვლადიმერ პუტინია. ყველასთვის ცნობილია, რომ იტალიელებს რაგბი არ აინტერესებთ. მათ ხომ "ფერარი" და დიდებული ფეხბურთი აქვთ, მაგრამ 6 ერისთვის იტალია დიდებული ბაზარია.

მარადიული ქალაქის, რომის რომანტიზმს კი წინააღმდეგობას ვერავინ უწევს, თბილისი კი ძალიან შორს ჩანს. ამის გამო იტალია 6 ერში მყუდროდ და მშვიდად გრძნობს თავს.

საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ, საბოლოოდ კი არ აძლევენ 6 ერში შესვლის უფლებას, რადგან ქვეყანა საკმარისად მდიდარი და ძლიერი არაა", - ნათქვამია სტატიაში.


მკითხველის კომენტარები / 13 /
6 ერის ტურნირის ხელმძღვანელებს საქართველოს მიმართ ამ ტურნირში მონაწილეობაზე აქვთ ზუსტად ეს დამოკიდებულება რასაც ერთი ქართული ფილმის პერსონაჟი ამბობს: "შენ გინდა შვილი, მაგრამ მე მინდა? შენი დ.მ." და ქალს კლავს,იმიტომ რომ არ უნდა არ აწყობს...როგორც 6 ერის ორგანიზატორებ. ამ სტატიის ავტორი ჩვენდა სამწუხაროდ სიმართლეს გვეუბნება,,,,,,,მაგრამ ბრძოლა აუცილებელია,,,შეიძლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დონე დაეწიოს ჩვენი რაგბის განვითარების დონეს და მაშინ ნამდვილად მიგვიღებე!!!
ბათურა
12:34 15-02-2018
0
რა შუაშია საბჭოთა კავშირი ან მითუმეტეს სტალინი, ეჰ ეს უბედური რა მაგრა უბერავს შიგა და შიგ.
დათო
12:24 15-02-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული