მილტონ ჰეიგი პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა...

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც მშრალად მოიგეს, გერმანია 64:0 დაამარცხეს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა:

"პირველ ტაიმში საერთოდ ვერ ვივარგეთ... ბურთს ვერ ვინარჩუნებდით... წინსვლის ნაცვლად განივად დავრბოდით. მეორე ტაიმის დავალებაც ცხადი იყო: შევკრულიყავით, ბურთი შეგვენარჩუნებინა და წინ წავსულიყავით. ეს გავაკეთეთ თუ არა, თამაშსაც შეეტყო; ბურთი დავიბრუნეთ თუ არა, პასებსაც შეეტყო და კოლექტიურ თამაშსაც. მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ იმპაქტით, რაც თამაშში შეცვლიდან შესულმა ბიჭებმა შეიტანეს“.

რაგბი ევროპის დარჩენილ თამაშებთან დაკავშირებით ჰეიგი ამბობს:

„ტრადიციულად, ამ შეჯიბრში ვცდილობთ გავსინჯოთ ახალი მორაგბეები და დავხვეწოთ ახალი თუ ძველი კომბინაციები თუ ტაქტიკური მონახაზი. რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მოსაგებად. შარშან რუმინელებმა გვაჯობეს და წელს გვინდა, რომ ჩემპიონის ტიტული დავიბრუნოთ. ბიჭებიც მოტივირებული არიან. 5 წლის განმავლობაში ზედიზედ ვიგებდით და მეექვსე წელს ვერ მოვიგეთ, ეს ნამდვილად არაა სასიამოვნო“.

„ყველა თამაშს ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველასთვის სათითაოდ ვემზადებით. შემდეგი თამაში ესპანეთთან თბილისში გვაქვს და სახლში კარგად უნდა ვითამაშოთ. შემდეგ გასვლა რუსეთთან კრასნოდარში და რაც მთავარია, ბოლო თამაში ‘დინამოზე’, საკუთარ კედლებში რუმინეთთან“.

„ეს ყველაფერი მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროცესის ნაწილიცაა. ვნახულობთ რა კომბინაციები და ტაქტიკა გამოგვადგება და რა არა“.

ვიტო კოლელიშვილის აზრით, ინგლისთან ჩატარებული ერთობლივი ვარჯიშების შემდეგ, გუნდს ამ თამაშზე კონცენტრირება გაუჭირდა:

„დიდი კვირა გვქონდა. ინგლისის ნაკრებთან 3-დღიანი ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ, ამ თამაშზე კონცენტრირება გაგვიჭირდა. შედეგი კარგია, თუმცა თამაში დასახვეწი და გამოსასწორებელი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მატჩში უკეთეს ხარისხს ვაჩვენებთ“.

შედეგით კმაყოფილია ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელსაც ბელგიისა და გერმანიის წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია:

„საერთო ჯამში ცუდი თამაში არ გამოვიდა, თუმცა ყოველთვის შეიძლება უკეთესი იყოს. გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორება შეიძლება და აუცილებლად გამოვასწორებთ. ინგლისის ნაკრებთან ვარჯიშებით, ბიჭებმა ურთულესი სამი დღე გამოიარეს და დაღლილები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ხარისხის თამაში არ გვიჩვენებია, 64:0 მოვიგეთ და მთავარი სწორედ ესაა“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
"იმპაქტის" თარგმანი ქართულ ენაში არ მოგვეძევება?:))
valderrama
00:44 18-02-2018
0
პოზიტიურის ვერ მოძებნეს და კრეატიულის და იმპაქტს რა მოაძებნინებთ. თამაშზე პირველი ტაიმში ამდენი ბურთის დავარდნა არ შეიძლება ტორემ დიდი გუნდები უცცბად მოგითავებენ საქმეს. მეორეში შმეცვლელებმა ყოჩაღ. Aფრასიეს არ წაუვიდა თამაში სართოდ.
niko
19:29 18-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული