"ბორჯღალოსნები" ხვალ "შევარდენის" სტადიონზე ღია ვარჯიშს ჩატარებენ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურის მატჩამდე (საქართველო - ესპანეთი) ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ხვალ, 1 მარტს, 16:00 სთ-ზე შევარდენის ბაზაზეა დაგეგმილი.

ღია ვარჯიშზე დასწრება ყველა გულშემატკივრისთვის თავისუფალია.
მედია წარმომადგენლების საყურადღებოდ: ღია ვარჯიშის გადაღება ნებადართულია მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში, ინტერვიუების ჩაწერა დაგეგმილია ვარჯიშის დამთავრებისთანავე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო ესპანეთს 3 მარტს, 18 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს.

საქართველო - ესპანეთი | 3 მარტი, 18:00 |
მესხის სტადიონი

ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE/Rugby და მესხის სტადიონის სალაროებში (11:00-19:00)
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაუბრუნეთ შევარდენი ს.კ შევარდენს,ან გადაარქვით სახელი.გასაგებია რაგბი მაგრამ შეიძლება ყველა ფეხბურთის სტადიონი რგბის საკუთრება იყოს??მიეცით დინამო,ლოკომოტივი და რავი თუა რამე დარჩენილი კიდე მიეცით!!!!!!ტფუუუუ
grisha
09:54 01-03-2018
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული