"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს პირველი ტაიმი 9:3 მოუგეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ესპანეთს 9:3 მოუგო.

მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.

ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.

25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31-ე წუთზე კი
მეტოქემ საჯარიმო გამოიყენა - 6:3.

36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე ვერ გავფრინდებით,ვერ მომწონს ნაკრების თამაში რაღაც...
tazo
19:00 03-03-2018
1
ესპანურმა რაგბის სააგენტომ გვთხოვა ალბათ ბევრი ლელოები არ დავუდოთ. ისე რაგბის სირცხვილია ესეთ სამოყვარულო გუნდებს რომ ვეთამაშებით. სად უელსთან თამაში და სად ამ არარაობებთან. ახალი ზელანდია კანადის პონტია შედარებით.
ირაკლი
18:58 03-03-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული