მატჩი "ბორჯღალოსანთა" შტურმით და მრავალფაზიანი იერიშით დაიწყო, თითქოს ლელოც დადეს, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და მე-10 წუთზე საჯარიმო დარტყმა მათიაშვილმა გამოიყენა - 3:0.
ამის შემდეგ სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, ქართველი მორაგბეები მაგრად დაუხვდნენ და წარმოჩნდა, რომ რუმინეთი 22:10 შემთხვევით არ დაუმარცხებიათ. მე-20 წუთზე მოედნის ცენტრში საჯარიმო მოიპოვეს და ბურთი ძელს გაარტყეს.
25-ე წუთზე კი ესპანელები დაჯარიმდნენ, მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და 6:0. 31-ე წუთზე კი
36-ე წუთზე მათიაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 9:3 დასრულდა.