მარკ მაკდერმოტი: ბოლოს ქართველებმა წაგვლეკეს

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებთან" ნამატჩევს რუსეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ მაკდერმოტმა მეტოქე შეაქო:

"ქართველებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. 65 წუთის განმავლობაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ ბოლოს ჩვენზე ძალზედ ძლიერი ზეწოლა განახორციელეს და უბრალოდ წაგვლეკეს.

უკანასკნელი ორი კვირა თავდაუზოგავად ვივარჯიშეთ. შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მთავარი პრობლემა ბურთის ფლობაა, რომელიც მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა, ჩვენ კი - ვერა.

დიდი ხანი არაა, რაც გუნდს ვუდგევარ სათავეში, მხოლოდ 2 კვირაა, მაგრამ ბიჭებს უკვე რაღაც-რაღაცები გამოსდით - საქმისადმი მიდგომა და გუნდური ურთიერთგაგება.

საქართველოს ნაკრებთან
ყოველი დაპირისპირება დიდი მოვლენაა. ჩემთვის, როგორც ირლანდიელისთვის, ასეთივე მოვლენა ინგლისთან შეხვედრაა. მინდოდა მორაგბეებისთვის ამეხსნა, რომ ზეწოლაზე არ ეფიქრათ და თავიანთი სიამოვნებისთვის ეთამაშათ".
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოგესალმებით ყველას! მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავის აზრი გააჩნია და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, მაინც არის რაღაც წითელი ზღვარი რის იქითაც არ უნდა გადახვიდე და არც აზრი და იდეები არ უნდა მოახვიო სხვას. ეს რაგბია! ეს სპორტია და სტატია ქვემოთ რომ გაქვს კომენტარის საშუალება, შემოიფარგლო უნდა სტატიის შინაარსზე ძაან მარტივია!!!
გამაღიზიანებელია თქვენი კომენტარები და რაღაცეების მტკიცებები და ისტორიული მაგალითების მოყვანები... გეტყვით ერთს მეგობრებო თუ რამე გვჭირს ან გვჭირდა ანდა მომავალში დაგვემართება (კარგიც და ცუდიც), არის მხოლოდ ჩვენი ადამიანური თვისებების და შემოქმედების შედეგი... 16 17 18 წლის ბიჭები რო აგინებთ და ზიზღით მოიხსენიებთ ან ერთ მხარეს ან მეორეს, რეალურად რა იცით რა გინახავთ, რუსეთმა პეტრემ პავლემ თუ ვისაც არ უნდა წაერთმია მიწები, ყველაფერი იწყება შესაძლებლობებიდან ჩვენ მივეცით ეს შესაძლებლობები (ოდითგანვე ასე იყო), და მტერი და მსურველი ყოველთვის გამოჩნდება ჩვენი მიწების, რა 2008 ში 150 ლარი პენსია ქონდათ მოხუცებს და შენ რუსებს ვალად აღებული არტილერიით უწყებ დაბომბვას და მერე გარბიხარ წითელ ხიდთან, შენს ხალხს ტოვებ მტერთან პირისპირ, 92-93 წლებში იწყებ ეთნიკურ წმენდას საქართველო მხოლოდ ქართველებით და ჩემი მეზობელი ოსები გარბიან მეზობლებთან შესაძლო კონფლიქტების გამო ქვეყნიდან (თბილისში დაბადებული-გაზრდილები), და სამაჩაბლო ჰოპ უცებ დაიკარგა აფხაზეთში ქართყლად არცერთი მეგრელი არ ლაპარაკობდა 80 წლებიდან მოყოლებული და ჰოპ აფხაზეთი დაიკარგა, დღესაც მუსირებს კუთხური ცინიზმი ჩვენში: შე ხისთავა კახელო, შე აფერისტო გურულო თუ მეგრელო შე აჭარელო შე ტრაბახა იმერელო შე ტეტია ქართლელო შე წუწკო რაჭცელო შე სვანო. გავაგრძელოთ?.. შორს წავალთ.. იმპერია-ძლიერი ზოგადად ყოველთვის გამოჩნდება ფიზიკის კანონია ატომის ირგვლივ ტრიალებს ნეიტრონები, იფიქრეთ პრაგმატულად და ვაკეთოთ კონკრეტულად ჩვენი საქმე, ვიშრომოთ(რომელის 50% შენს მატერიალურ დოვლათს და მომავალს განავითარებს და 50% ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას წამოწევს), და ამით მივაღწევთ თავისუფლებას!!!
ნატუკელებს და რუსეთუმეებს!!!
13:41 14-03-2018
0
ზოგიერთი რა საოცრად ფოქრობს. რუსეთი რადგან ცუდია საქართველოსთვის, ამიტომ თურმე ინგლისი კარგი იყო ირლანდიელებისთვის. მაიცა რა, იმპერია იმპერიააა, ვინც არ უნდა იყოს. ირლანდიელები რომ მონებად ყავდათ, რა პირველად გაიგეთ? ჰოდა, ეხლა თუ კარგად ცხოვრობენ ამერიკაში, ეს ინგლისელების კი არა, არამედ თავისუფლების დამსახურებაა. ჯერ განთავისუფლდა ამერიკა და შემდეგ აყვავდნენ ამერიკელი ირლანდიელები. ასეა ჩვენი საქმეც, ჯერ უნდა გავნთავისუფლდეთ და შემდეგ მოვა წარმატება. მე პირადად ერთი წარმატებული მონა გამოგია, სპარტაკი ერქვა და ისიც თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო გახდა წარმატებული.
haha
16:32 12-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული