მარკ მაკდერმოტი: ბოლოს ქართველებმა წაგვლეკეს

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებთან" ნამატჩევს რუსეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ მაკდერმოტმა მეტოქე შეაქო:

"ქართველებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. 65 წუთის განმავლობაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ ბოლოს ჩვენზე ძალზედ ძლიერი ზეწოლა განახორციელეს და უბრალოდ წაგვლეკეს.

უკანასკნელი ორი კვირა თავდაუზოგავად ვივარჯიშეთ. შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მთავარი პრობლემა ბურთის ფლობაა, რომელიც მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა, ჩვენ კი - ვერა.

დიდი ხანი არაა, რაც გუნდს ვუდგევარ სათავეში, მხოლოდ 2 კვირაა, მაგრამ ბიჭებს უკვე რაღაც-რაღაცები გამოსდით - საქმისადმი მიდგომა და გუნდური ურთიერთგაგება.

საქართველოს ნაკრებთან
ყოველი დაპირისპირება დიდი მოვლენაა. ჩემთვის, როგორც ირლანდიელისთვის, ასეთივე მოვლენა ინგლისთან შეხვედრაა. მინდოდა მორაგბეებისთვის ამეხსნა, რომ ზეწოლაზე არ ეფიქრათ და თავიანთი სიამოვნებისთვის ეთამაშათ".
მკითხველის კომენტარები / 7 /
განსხვავება ისაა რომ ირლანდიის ანალოგი ჩვენ ვართ, ოღონდ ბევრად მწარე გამოცდილებიტ. რუსები ჩვენს მიწებს დღესაც აზიან.
2
ინგლისელებიც აზიან ირლანდიელების მიწას დღემდე.თან სულ რაღაც 250-300 წლის წინ მილიონნახევარი ირლანდიელიდან ნახევარზე მეტი ამერიკაში გაყიდეს ძაღლებივით.ათჯერ უფრო იაფად,ვიდრე აფრიკელ მონებს აფასებდნენ.ეს ისე,ინფორმაციისთვის...
ციბა
13:27 11-03-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული