რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებთან" ნამატჩევს რუსეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ მაკდერმოტმა მეტოქე შეაქო:
"ქართველებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. 65 წუთის განმავლობაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ ბოლოს ჩვენზე ძალზედ ძლიერი ზეწოლა განახორციელეს და უბრალოდ წაგვლეკეს.
უკანასკნელი ორი კვირა თავდაუზოგავად ვივარჯიშეთ. შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მთავარი პრობლემა ბურთის ფლობაა, რომელიც მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა, ჩვენ კი - ვერა.
დიდი ხანი არაა, რაც გუნდს ვუდგევარ სათავეში, მხოლოდ 2 კვირაა, მაგრამ ბიჭებს უკვე რაღაც-რაღაცები გამოსდით - საქმისადმი მიდგომა და გუნდური ურთიერთგაგება.
საქართველოს ნაკრებთან
ყოველი დაპირისპირება დიდი მოვლენაა. ჩემთვის, როგორც ირლანდიელისთვის, ასეთივე მოვლენა ინგლისთან შეხვედრაა. მინდოდა მორაგბეებისთვის ამეხსნა, რომ ზეწოლაზე არ ეფიქრათ და თავიანთი სიამოვნებისთვის ეთამაშათ".