დაახლოებით 1-საათიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მომავალ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
შეტევის მწვრთნელმა რიჩარდ გრემმა რუსეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა და მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა:
"რუსეთში ძალიან ცუდ პირობებში მოგვიწია თამაში - ქარი, წვიმა და შესაბამისად, პირველ ტაიმში ხარისხი უკეთესი ვერ გვექნებოდა. შესვენების შემდეგ ამ პირობებს შევეგუეთ და გასვლითი მატჩისთვის ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ.
"მომავალი შეხვედრისთვის კარგად მოსამზადებლად, ძალიან კარგი
ბექა წიკლაური ამბობს, რომ მთელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ბორჯღალოსნები რუმინეთთან მატჩზე ფიქრობდნენ და 18-ში თამაშის ხარისხი მაღალი იქნება:
"მეხუთე კვირაა ამ თამაშისთვის ვემზადებით. მართალია ამ პერიოდში 4 შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ გონებაში სულ რუმინეთი გვქონდა. მეტოქემ შარშან ბუქარესტში მოგვიგო და რევანშის ასაღებად ვემზადებით, ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვართ და კვირას საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ. არავის ვაკნინებ, თუმცა რუმინეთთან მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. მეტოქე კარგი გუნდია, მათთან მუდამ დაძაბული ბრძოლები გვაქვს და რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, ჩვენი განწყობაც მით უფრო მაღალია".
გიორგი კვესელაძე ნაკრების შედარებით ახალი წევრია და რუმინელთა წინააღმდეგ პირველად ითამაშებს:
"მომავალ თამაშს მოტივირებულები ვხვდებით. წინა ოთხი თამაში ძალიან კარგად დავასრულეთ. შესაძლოა, ხარისხი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ რუმინეთთან, ფაქტობრივ ფინალზე ვეცდებით, რომ ხარისხიც ავწიოთ და გამარჯვებაც ვიზეიმოთ. სასიხარულოა, რუმინეთთან, გადამწყვეტ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში ვიწყებ და მაქვს იმედი, რომ მწვრთნელებისა და გულშემატკივრის მოლოდინს გავამართლებ".
კარგი თამაშის მოლოდინშია და გულშემატკივარს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს ვიტო კოლელიშვილი:
"კარგი ამინდები დაგვემთხვა, სახლში ვართ და შესანიშნავი განწყობა გვაქვს. შარშან "ანთიმოზ ივერიელის თასი" რუმინეთში დარჩა, ის აუცილებლად დასაბრუნებელი გვაქვს და მოტივაციაც შესაბამისია. თამაში ‘დინამო არენაზეა’, იმედია კარგი ამინდი იქნება და ვთხოვ გულშემატკივარს, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეავსოს. ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და თასსაც დავიბრუნებთ.
რუმინეთს ძალიან ბევრი ნატურალიზირებული მოთამაშე ყავს. მართალია მათ ერთი თამაში დათმეს, მაგრამ ჩვენთან მაინც მოტივირებულები გამოვლენ, რადგან ჩვენთან გამარჯვებით "ანთიმოზ ივერიელის" და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს შეინარჩუნებენ. ტრადიციულად, რთული თამაში იქნება და და ვინც უკეთ მოემზადება ის გაიმარჯვებს".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით