რუმინელთა თავკაცი: საქართველოს ნაკრებთან თამაშებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

AutoSharing Option
ხვალ 18 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე რუმინეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჰაუელსმა და კაპიტანმა სტელიან ბურჩეამ პრესკონფერენცია გამართეს.

რუმინელთა მწვრთნელი ლინ ჰაუელსი: ხვალინდელი შეხვედრისთვის აქტიურად ვემზადებოდით. სამწუხაროდ, რუმინეთში ისეთი კარგი ამინდი არ ყოფილა, როგორც აქ, თუმცა, მოსამზადებლად მაქსიმუმი გავაკეთეთ. ტურნირის ბოლო მატჩია და მინდორზე ყველაფერი უნდა გავიღოთ, მითუმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაშებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რუმინელთა კაპიტანი სტელიან ბურჩეა:
განსაკუთრებული განწყობა გვაქვს. ეს გასაგებიცაა, რადგანაც საქართველოსთან თამაშებს ყოველთვის დამატებითი დატვირთვა გააჩნია. კვირის განმავლობაში კარგად
მოვემზადეთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი თამაში ჩვენთვის წარმატებული იქნება. რაც მთავარია, ბიჭებს კარგად აქვთ გათავისებული, რომ შერკინება უძლიერეს მეტოქესთან მოუწევთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ რუმინელები იგრძნობენ, რომ მარცხდებიან, აუცილებლად უხეშობაზე გადავლენ და ქართველები ამ ფანდზე არ უნდა წამოეგონ!
zurab
18:28 17-03-2018
1
ეს კაცი ხომ გადადგა?
გიორგი
16:58 17-03-2018
0

სიახლეები პოპულარული