19:25 31-03-2018
არის! საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
AutoSharing Option
მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.
ქართველ მორაგბეებს თასი რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.
ყველას გილოცავთ ფრანგებთან მეოთხე ცდიდან მოპოვებულ ამ უდიდეს გამარჯვებას - ეგაც თქვენი საფრანგეთი.
აი, ჩვენი გმირები:
სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).
მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
მკითხველის კომენტარები / 40 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყოჩაღთ ბიჭებო, სულ გამარჯვებები დაგებედოთ თქვენს სპორტულ კარიერაში და წარმატებები პირად ცხოვრებაში. გაიხარეთ სამშობლო, რომ ასახელეთ.
59
1
ნამდვილად შეიძლება რომ უკვე თამამად ითქვას რომ ვართ ტიერი-1 ქვეყანა და ჩვენი ადგილი ელიტაშია და ამას ჩვენი ლომები ამტკიცებენ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვეთანხმები იმას რომ ცვენი არ მიღების ერთადერთი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა როცა მინდა მაისური ვიყიდო მაგრამ რავქნა 245 ანდა 135 ლარის გადამხდელი არვარ
53
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული