მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო
მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ჯარიმები ბევრი იყო შეცდომების გამო,ბოლოს დაიღალნენ...
status quo
09 ივნისი 2018 09:55
0
რა თქმა უნდა ვულოცავ ჩვენებს გამაჯვებას, ერთი ფაქტია დასაფიქრებელი, პირველ ნახევარში ბრძოლით მოპოვებულ ქულებს მეორე ტაიმში ვანიავებთდა რთულ სიტუაციაში ვიგდებთ თავს
ალეკო
09 ივნისი 2018 09:32
0
მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის, მადლობა ადმინს გამარჯვების ოპერატიულად მოწოდებისთვის.
გიზოგ
09 ივნისი 2018 07:27
2
რატომღაც, ასე დაგვჩემდა: მეორე ტაიმი მთლიანად უნდა ჩავაგდოთ. ეს არ არის პირველი ასეთი ჩავარდნილი მეორე ტაიმი. აშშ-ს ნაკრებს აქ,რომ ვეთამაშეთ (კენესო, შტატი ჯორჯია), ყველას კარგად გვახსოვს რა დაგვემართა მეორე ტაიმის მიწურულს. მე ამერიკელებს არ ვაკნინებ (მე თვითონ ამერიკელი ვარ) მაგრამ, კლასით უფრო მაღალი გუნდი იმ ბოლო წუთებზე მოგვიგებდა. ასევე გამოიხატა ეს ტენდენცია ახალგაზრდულ ნაკრებშიც ირლანდიის წინააღმდეგ. თითქოს ძალა არ გვყოფნის, თუ რას დავაბრალო არ ვიცი. არ მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები ფიზიკურად სუსტია. ეს ვარიანტი გამორიცხულია ( ისინი უბრალოს ორფეხა ლომები არიან, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით). აი რაც შეეხება კონცეტრაციას, ოო, აი აქ დიდი პრობლები გვაქვს, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია. მე არ მინახავს ჯერ საქართველოს ნაკრების ასეთი თამაში უბურთოდ. მე ამაყი ვარ, რომ ტონგა დავაგდეთ ბეჭებზე ზედიზედ მესამედ და ასევე ამაყი ვიქნები, თუ გამოვასწორებთ კოორდინაციის და კონცეტრაციის ელემენტებს.
გილოცავთ ყველა ქართველ ვაჯკაცს ამ გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ შემდეგ თამაშს.
TanoLife
09 ივნისი 2018 20:21
0
ლომებო გილოცავთ! მეგობრებო ესესთი შეუთამაშებელი და უდისციპლინო თამაში ჩესმის აზრით აკლიმატიზაციის ბრალი იყო და ბიჭებს ნუ დავაბრალებთ ნურაფერს! შემდეგი თამაში დარწმუნებული ვარ უფრო ნაყოფიერი იქნება თუნდა წაგებისას! მოდით დასკვნები ტურნეს მერე გამოვიტანოთ იმიტომ რომ მერე ჩვენს თავთან არ გვქონდეს საბოდიშო ეს რა ცუდი კომენტარი დამაწერინაო!!!
ჯავახელი
09 ივნისი 2018 21:39
0
ბევრი წერს რომ თითქმის ყველა თამაშში მეორე ტაიმი გვიჭირს. ამას დაღლილობას ვერ დავაბრალებთ ნამდვილად, იმიტომ, რომ ჩვენი ბიჭები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული, ყოველ შემთხვევაში ისეთი სხვაობა არ არის სხვა გუნდებთან, რომ ასე გადაგვიარონ ხოლმე მეორე ტაიმში და მხოლოდ მოწინააღმდეგის თითქმის ცენტრიდან გაცუდებული ჯარიმების და გარდასახვების ხარჯზე მოვიგოთ.
აქ მთავარი პრობლემა მწვრთნელია. აშკარაა რომ არ ყოფნის არც ცოდნა და არც გამოცდილება რომ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორი მითითებები მიცეს გუნდს შესვენებაზე. რასაც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები წარმატებით ახერხებენ და შედეგიც ჩანს. ისედაც დიდი ხანია გუნდს არანაირი ტაქტიკა არ გააჩნია. ბიჭების პირადი გამოცდილების ხარჯზე გადადის ყველაფერი. ამიტომ გამოსაცვლელია საწრაფოდ და ის აზრი , რომ ცოტა დრო რჩება მსოფლიომდე არ მიმაჩნია სწორად. ოკეანეთის ტურნეს შემდეგ კიდევ 10 თამაში უწევს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე და კარგი მწვრთნელისთვის საკმარისი იქნება გუნდის მოსამზადებლად
gio
10 ივნისი 2018 01:05
7
ხალხო ქართული ისწავლეთ-- რა მჯერავს და რაა ჯერავს....
status quo
09 ივნისი 2018 19:30
0
საღოლ ტონგას მოუგეთ, პაპუა გვინეას რომ შეხვდებით არ გამომაპაროთ, ეგ ნამდვილი დიდგორი იქნება!
ამაყი ფანი
09 ივნისი 2018 17:36
15
ბოდიში, მარა ისეთ კომენტარს წერ, რომ გეტყობა რაგბის ბაიბურში არ ხარ! მეგობრული რჩევა იქნება დაწერო იმ სპორტის სახეობაზე რაშიც ოდნავ მაინც ხარ ჩახედული.
ლევანი
11 ივნისი 2018 12:49
1
ტონგა იგივეა რაგბში, რაც, დაახლოებით, ურუგვაი და სერბეთი ფეხბურთში, ხოლო პაპუა გვინეა, რაც საქართველო ფეხბურთში.
alexandre
11 ივნისი 2018 15:07
0
ცოფიანი მგლებივით გვიტევდნენ, რომ არ წავაგეთ ნამდვილად დადებითი შედეგია.
ანდრი
09 ივნისი 2018 20:59
1
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სიცხე რაც იქ იყო და რა თქმა უნდა მგონი გვაკლდა მოთამაშეებიც, შარიქძე, ნარიაშვილი,მიქაუტაძე,კოლელიშვილი
Tonga
10 ივნისი 2018 09:53
5
gio - ამდენ წერას, მატივად გეთქვა, რომ ყველაფერი ჰეიგის ბრალია, ამას არ ცდილობ დიდი ხანია?
დათო
10 ივნისი 2018 22:48
0
ბიჭებს მადლობა ყველა ვარიანტში.
კი ბატონო მოთამაშეები გვაკლდა, ვინც ჩამოთვალეთ, თუმცა მიქაუტაძემ ითამაშა და სანამ კომენტარს გააკეთებთ ჯობია თამაშს უყუროთ და მერე შეაფასოთ.
ან ტემპერატურა მაინც გადაამოწმოთ.
ფიჯიზე ეხლა 29 გრადუსია და მთლად ყველაფერს სიცხეს ნუ დავაბრალებთ.
gio
10 ივნისი 2018 21:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული