იაპონიასთან 0:28 წაგებით "ბორჯღალოსნებმა" 1.05 ქულა დაკარგეს, ტონგამ გადაასწრო და იტალია წამოეწია, რომელიც ახლა მხოლოდ 0.57 ქულით ჩამოგვრჩება.
ფიჯისთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები პირველად შევიდოდა პირველ ათეულში.
"ბორჯღალოსნებმა" ზაფხულის სერია 2 მოგებით და 2 წაგებით დაასრულეს, ტონგასთან, ფიჯისთან და იაპონიასთან მეორე ტაიმები საერთო ანგარიშით 3:55 წაააგეს და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდნენ მშრალი ანგარიშით.
იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]