Associated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან, თუმცა გამოცემა Apnews.com-ი ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსთან მატჩს მიიჩნევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გასამართი შეხვედრები ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებია. საქართველოს ნაკრები იტალიას რეიტინგში ერთი პოზიციით უსწრებს და აქვს პრეტენზია, რომ 6 ერში სწორედ "აძური" ჩაანაცვლოს.

იტალიის ნაკრების კაპიტანს კი მისი გუნდის იმედი აქვს და ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, გამარჯვება კი აუცილებლად მოვა", -
ვკითხულობთ Apnews.com-ზე.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში გაიმართება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი თბილისში სამოასთან 17 ნოემბერს, ხოლო ტონგასთან 24 ნოემბერს ითამაშებს.

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

altSquidge Rugby: როგორ გადარია რაგბიმ საქართველო? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბოლო პერიოდია ვკითხულობ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენატრებს და ყელში ამომივიდა ბოლოს და ბოლოს ამ პესიმიზმით შეპყრობილი ადამიანების აზრების აქ ფრქვევა,
ეს მებრძოლები ეს ლომები ვისაც ვაღმერთებთ ლამის სწორედ ჩვენი წრეებიდან ჩვენი სოციუმიდან წამოსული ახალგარდები არიან , მათ არ უშოვიათ მილიონები და დღესაც გარეუბნებში ცხოვრობენ უმეტესობა , ყოველდღე ქუჩაში ისმენენ საქებარ სიტყვებს და ეს ასაზრდოებთ, ასევე ქუჩაში ისმენენ იმ პესიმიზმს რომლის კორიანტელიც აქ დააყენეთ , შესაბამისად მათაც გადაედებათ ესე თუ გააგრძელეთ, რამოდენემიჯერ ბოლო ინტერვიუებში უკვე ახსენეს და გვანიშნეს რომ შევწყვიტოთ ეს პესიმიზმი და შეუშვით მაგ თავებში. ამ კომენტარებსაც კითხულობენ და მინდა იცოდეთ რომ ეს დღე არის გადამწყვეტი ზუსტადაც გადამწყვეტი, და რისთვისაც გორგოძე და მისი თანამებრძოლეები ასევე ძველი თაობები ომობდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის დღე დადგა ასე რომ არანაირი ოდნავი მაინც გაფიქრება რომ ტრამვიანობა და ასე შემდეგ , ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვება მოვა , თავისით მოვა . მე ამის მჯერა 100%ით,
დანარჩენს ტრიბუნებიდან დავიხარჯები :)
იოკოძუნა ტოჩი
14:28 31-10-2018
0
ო, როგორ გვჭირდება ამ თამაშის მოგება და როგორ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. არადა არის მატჩები რომლებიც ფსიქოლოგიურად ძალიან გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ეს მატჩი სწორედ იმათგანია. ბოლო დროს ხომ ცოტაოდენ თითქოს პესიმიზმი შეგვეპარა რაგბის ქომაგთ, განსაკუთრებით იაპონიასთან ძალიან სუსტად ჩატარებული ტესტ მატჩის შემდგომ. იტალიის ნაკრებთან მოგებით კი ახალი ისტორია დაიწერება, ახალი სული შთაიბერება მომავალი დიდი გამარჯვებების რწმენაში.
ძალიან გაგვიჭირდება მოგება, მაგრამ უკვე ვგრძნობ როგორ სწრაფად გაირბენს თამაშისთვის განკუთვნილი დრო და მორაგბეებთან ერთად რამდენ ოფლს მოვიდენთ გულშემატკივარნიც.
გამარჯვებას გისურვებთ ქართველებო!
ირაკლი
16:02 31-10-2018
1

სიახლეები პოპულარული