იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრამდე 10 დღით ადრე იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ალფრედო გავაზი "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირებასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ოთხი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი გვაქვს, მათ შორის, საქართველოსთან. კონორ ოშიმ (იტალიის ნაკრების მწვრთნელი) გუნდი ორ ნაწილად გაყო: ერთი, რომელიც ჩიკაგოში ირლანდიასთან სათამაშოდ გაემგზავრება და მეორე, რომელიც იტალიაში დარჩება საქართველოსთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად.

ვიცით, რომ საქართველო ჩვენთან ძალიან ახლოს არის და ვიცით, რომ მათი ბევრი მორაგბე საფრანგეთის უმაღლეს ლიგებში თამაშობს. ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის" - განაცხადა ალფრედო გავაზიმ.

საქართველოს და იტალიის
ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

altAssociated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვახო. 80:0 არა, მააგგრამ 54:7 კი გაანადგურა. ჩვენები დიდ ბრძოლას გაუმართავენ ი და იტალიას ძალიან გაუჭირდება, თუმცა ჩვენების მოგებაზე ვერ დავდებ თავს. ბევრია ტრამვირებული. ამასტა, რაც არ უნდა იყოს 6 ერში ტამაშობს მათი ნაკრები და შესაბამისად გამოცდილებაც მეტია. მე კი იაპონიასტან ბოლოს ცატარებული თამაში მიტრიალებს თავში, რომელშიც სრული ფიასკო განვიცადეთ. თუ ისეთივე "შემართებით" გავლენ იტალიასთანაც, შანსი ფაქტიურად არ არის.
zako
10:13 06-11-2018
1
ირლანდიას თუ მეორე შემადგენლობა გაუყვანეს კი მორჩება 80-0 :D
ვახო
23:38 31-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული