Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
Dagvamatebinet 3-
4 irlandieli ra moxdebaaaa
Hahaha
00:00 08-11-2018
0
10 ში ნახავთ ვინ იტირებს. მიდი ძმებო ბოლომდე სისხლის უკანსკნელ წვეთამდე იბრძოლეთ, ისე ითამაშეთ როგორც კარიერის ბოლო თამაში
ზიზუ
12:58 07-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული