Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩს განსაკუთრებულად ელოდება. ამ რეჟიმშია იტალიური მედიაც, რომელიც მუქარის შემცველი განცხადებებით ცდილობს გუნდის მოტივირებას.

იტალიური Corriere.it ამბობს, რომ იტალიას შეუძლია საქართველოს ნაკრებს ისე ეთამაშოს, რომ 5-6 წლით ხმა აღარ ამოაღებინოს.

"იტალიისთვის ირლანდიასთან მატჩი მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში კიდევ სამი შეხვედრაა წინ: 10 ნოემბერს საქართველოსთან ფლორენციაში, 17 ნოემბერს ავსტრალიასთან პადუაში და 24 ნოემბერს ახალ ზელანდიასთან რომში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან მატჩი იქნება, რადგან ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ მარსიანელები არ არიან, აქვთ ამბიცია და წლებია ტირიან, რათა 6 ერში
ადგილი მოიპოვონ (რა თქმა უნდა, იტალიის ნაცვლად). 2015 წლამდე რუმინეთიც იმავეს ცდილობდა, იქამდე, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოვიდა. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი კავკასიელებთან იმავე ოპერაციის გამეორება იქნება. ჩვენ მათ კარგად ვეთამაშებით და 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ" - ვკითხულობთ corriere.it-ზე.

საქართველოს და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფლორენციაში 10 ნოემბერს გაიმართება.

altტესტი: რა იცი მეტოქეზე? - იტალიის მორაგბეთა ნაკრები

altიტალია საქართველოსთან მატჩამდე ირლანდიასთან განადგურდა

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: სანამ სოსო მათიაშვილი იტალიას ლელოს დაუდებს...

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 63 /
მე იმ კომეტარების მიკვირს, საქართველოს წაგებას რო წინასწარ აღნიშნავენ, ან თუნდაც ფეხბურთი იყოს , როგორ უნდა უგულშემატკივრო შენი ქვეყნის წინააღმდეგ , აი ამ მოვლენას ვერ ვხვდები, თან იმათ სულ ფეხებზე რო კიდიხარ.../ ჩვენზე უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია იტალია და აქედან გამომდინარე რა არი გასაკვირი უკეთეს მდგომარეობაში როა რაგბიც და ფეხბურთიც ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ, შეილება დავმარცხდეთ , იმიტომ რომ ეს სპორტია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რო აქეთ გავაჩუმოთ იტალიაც და ეს ქართულ გვარსახელებს ამოფარებული ელემენტები !!!
Vasili
18:47 05-11-2018
6
რაღაც არ მინახავს ქართველების ტირილი წაგებული ან მოგებული თამაშის მერე. ეს ალბათ უფრო, ლათინური მენტალიტეტიდან გამომდინარე დაწერეს. ლათინებს უყვართ სიხარულის და სინანულის გრძნობის, ტირილით გამოხატვა. (ფეხბურთში, კალათბურთში და ა. შ.) ჩვენ ქართველები ვართ. როცა ვიგებთ გვიხარია და არ ვტირით, ასეცე როცა ვაგებთ, სინანულს გულში ვიკლავთ. ასე, რომ მინდა გავუცრუო იმედები იტალიელებს - ჩვენ ტირილს თქვენ ვერ ნახავთ.
P. S. ერთადერთი ქართული ცრემლი, იტალიელებო თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
TanoLife
02:20 06-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული