იტალიელი მორაგბე: 6 ერის კარი დაკეტილია და ეს საქართველოს უნდა ვაჩვენოთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მორაგბე ტომასო კასტელო გამოცემა Maximitalia.it-ს ესაუბრა, სადაც იტალიური რაგბის, ირლანდიასთან მარცხის და საქართველოსთან მომავალი მატჩის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

27 წლის სპორტსმენის თქმით, საქართველოს ნაკრები 6 ერის კარზე აკაკუნებს, მათ კი უნდა ანახონ, რომ სცენა უკვე შევსებულია.

"საქართველოსთან მატჩი დიდი გამოწვევაა. ისინი 6 ერის კარზე აკაკუნებენ და უმაღლესი დონის რაგბიში შემოსვლა სურთ. ჩვენი ამოცანა იქნება, მათ ვაჩვენოთ, რომ "სცენა" სავსეა და იტალია აქ მთავარი მსახიობია. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან თამაში კი მნიშვნელოვანია, თუ გაზრდა გვსურს", - განაცხადა იტალიელმა
მორაგბემ

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ქალაქ ფლორენციაში გაიმართება.

altიტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

altLanazione.it: საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მათ 6 ერში ჩვენი ადგილის დაკავება სურთ

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს სტატიები ენის ჩაგდებაზე და ადგილის მიჩენაზე მშვენიერი მოტივატორია ჩვენი რაგბისტებისთვის. ნარიაშვილს წავაკითხოთ დღეში სამჯერ თამაშამდე და ვინ ვის მიუჩენს ადგილს და ჩააგდებინებს ენას მაგას დაანახებს :) :) :)
lasha
07 ნოემბერი 2018 18:48
1
დაკეტილია ნიშნავს რომ მოუგო უნდა იტალიას და გაიღება. რა არის აქ გასაბრაზებელი? ნეტა ასე წარმატებული რაგბში რომ ვართ სხვა რამეში იყოს ჩვენი ქვეყანა.
დავითი
07 ნოემბერი 2018 18:37
1
მეგობრებო, თუკი სტატიით გაშუქებული ინფორმაცია არ მოგწონთ, რატომ აფასებთ სტატიას უარყოფითად? ვიღაც იტალიელის ნათქვამმა გაგვაღიზიანა და საიტის ჟურნალისტმა რა ქნას? არ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რადგან ცუდი ,,ნიუსია?'' :)
ნათია
07 ნოემბერი 2018 17:06
1
პატარა ბიჭი, ქართველებთან მასე ვისაც უსაუბრია იმას გადებია...ხვალ საქართველოზე ბოლო ათლარიანი უნდა დავდო... იცით რატომ?! სწორედაც მაგიტომ... საქმე ისაა, რომ ქართველები გადაგივლიან კატოკივით...რაგბის ბურთს დაგახევენ თავზე. მაშ, ფორცა იბერია...მაკარონშჩიკებო ვის დაერხევა ამასაც ვნახავთ სულ მალე...
patre
07 ნოემბერი 2018 16:29
0
ნეტა მოვიგებდეთ რა, ნეტა. რა დღეში არიან ეს მაკარონიჭამიები
გულშემატკივარი
07 ნოემბერი 2018 16:53
0
ეს იტალიელები ძაან უნამუსოები არიან, ხის კოვზი ყოველ წელს არაფერია? მაშინ გამოაგდონ და ხუთი ერი დაარქვან, მერე რას იტყვიან მაინტერესებს..
ბექა
07 ნოემბერი 2018 16:20
0
ამათ რა ალაპარაკებთ, ამ ექვსი ერის მაჩანჩალებს მაგათ
ალეკო
07 ნოემბერი 2018 15:59
0
ჯერ მარტო ამ კომენტარებისთვის უნდა მოვუგოთ , ამ წიკვინა გუნდს! ძალიან სამწუხაროა რომ ესეთ სამართლიან სპორტის სახეობაში ესეთი უსამართლო სისტემაა !
Levan1
07 ნოემბერი 2018 15:37
0
ეს იტალიელები ჭკვიანო ხალხი მეგონა. ექვსი ერის გაშვიდერებისათვის ეგენი არ უნდა იბრძოდნენ გაშმაგებულები, რათა იმედი მაინც ჰქონდეთ, ეგებ ხის კოვზს ავცდეთ ხოლმე ხანდახან მაინცო?!
N
07 ნოემბერი 2018 16:11
0
დედას გაფიცებთ ბიჭებო ეს სუბიექტი ატირებული მაჩვენეთ
ლაშა
07 ნოემბერი 2018 17:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული