იტალიელთა მწვრთნელი: ძალისმიერი საქართველოს ნაკრები პრობლემებს შეგვიქმნის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი იტალიელთა მწვრთნელმა კონორ ო'შიმ გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდს.

"ჩვენ ძალისმიერ გუნდს ვხვდებით და უნდა გვესმოდეს, რომ გარკვეული პრობლემები შეგვექმნება. ვიცოდი, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო სერხიო პარისეს თამაში.

ჩვენს გუნდს კარგად თამაშის და გამარჯვების დიდი სურვილი აქვს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები ძლიერია, მაგრამ ჩვენც ძალიან ძლიერები ვართ და კარგი ბრძოლა იქნება".

"მოწინააღმდეგეს თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს მათი ძლიერი მხარეა. ჩვენ მათ თავს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ. იტალიის ნაკრები მოედანზე 100%-ით დაიხარჯება", -
დაამატა იტალიის ნაკრების მორაგბემ ანდრეა ლოვოტიმ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მათთვის უკანასკნელი თავდაცვის ზღუდეა და ჩვენი საქმეა,ეს ზღუდე ნანგრევებად ვაქციოთ.წინ ძმებო,თქვენ ვაჟკაცები ხართ,წინ კი ნადავლია.
სოსო
22:12 09-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული