დავივიწყოთ იტალიასთან მატჩი და სამოასთან გამოვასწოროთ შეცდომები

AutoSharing Option
ფლორენციაში იტალიასთან გამართული მატჩის შემდეგ, შინ დაბრუნებული ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაბანაკდნენ და თიბისი რაგბის სერიის მომდევნო ორი შეხვედრისთვის ემზადებიან.

მილთონ ჰეიგის შეგირდები 17 ნოემბერს, 18 საათზე „ავჭალაზე“ სამოას ერკინებიან და დღეს მედიისა და გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. ინტენსიური ვარჯიში დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ნაკრების დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ გუნდის მთავარი მიზანი დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა:

„ერთია რას თამაშობს იტალია და სამოა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს. დიდი ქირურგიული ჩარევები არ იქნება და მხოლოდ მცირე
ტაქტიკური ცვლილებებით შემოვიფარგლებით. შევეცდებით დავხვეწოთ დეტალები და ის რაც არ გამოგვივიდა იტალიასთან, კარგად შევასრულოთ სამოასთან. სამწუხაროდ, კვლავ გვაკლია ტრავმირებული მოთამაშეები, რომელთა რიცხვს სოსო მათიაშვილი დაემატა“.

ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ თქვა, რომ იტალიასთან გამარჯვებისთვის გამოცდილება არ გვეყო:

„იტალიასთან დასანანი თამაში წავაგეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. დასკვნით 20 წუთში ორი ლელოს გატანა შეგვეძლო, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ეს გამოუცდელობის შედეგი იყო. წინ ძალიან მაგარი თამაში გველოდება. ამიტომ, უნდა დავივიწყოთ იტალიასთან მატჩი და გამოვასწოროთ ყველა შეცდომა. სამოა ძალიან კარგი გუნდია, ინდივიდუალურად ბრწყინვალე შემსრულებლები ყავთ და მათ ჩვენი სისტემა და ერთობლიობა უნდა დავუპირისპიროთ“.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ სამოასთან თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება:

„შერკინება, სტატიკური მდგომარეობები ჩვენი პლიუსია და ვეცდებით ამ კომპონენტში უპირატესობა მოვიპოვოთ. სამოას დიდი, ინდივიდუალურად ძლიერი ბიჭები ყავს და მთელი კვირის განმავლობაში სპეციფიური ვარჯიშები გვაქვს“.

„მოხარული ვარ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ ჯანმრთელობამ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა მომცა. სამწუხაროდ, თამაში ჩვენ რომ გვინდოდა ისე ვერ წავიდა და შედეგიც ისეთი ვერ დადგა, როგორიც გვსურდა“.

მათიაშვილის ტრავმის შემდეგ, ბორჯღალოსანთა რიგებში დებიუტი ექნება თედო აბჟანდაძეს, რომელიც გულშემატკივარს თანადგომისთვის გამარჯვებას პირდება:

„სამოა ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც ჩვენი პლიუსები უნდა დავუპირისპიროთ. გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და დებიუტანტები, ასევე შედარებით ახალბედა მოთამაშეები ამ დანაკლისის შევსებას ვეცდებით. პირადად მე ვეცდები, რომ ეროვნულ ნაკრებში რაც შეიძლება კარგი დებიუტი მქონდეს. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ისინი სამოასთან გამარჯვებით გავახაროთ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 7 /
ძნელი დასავიწყებელია იტალიასტან წაგება
ალეკო
18:58 15-11-2018
0
იტალიას 2-3 წელიწადში მოვუგებთ..
zviads
18:55 15-11-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული