ანგარიში დებიუტში აბჟანდაძემ საჯარიმოთი გახსნა, თუმცა სტუმრებმა მალე ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს და მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. აშკარა იყო, რომ მეტოქე უფრო აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა. შედეგად, "ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელო მიიღეს (გარდასახვა მოწინააღმდეგემ გააცუდა), შემდეგ მესამეც გარსახვასთან ერთად და ანგარიში 3:19 გახდა.
ამას ჩვენი გუნდის სწრაფი იერიში, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის გადასახვა მოჰყვა.
მოკლედ, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შეცდომებით ჩაატარა და ლოგიკურად წააგო 10:19.