ტესტ-მატჩში სამოას დამარცხების (27:19) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.
მისი თქმით, გამარჯვება მითუფრო სასიხარულოა, რომ სამი დებიუტანტი ჰყავდათ, გუნდმა მებრძოლი სულისკვეთება წარმოაჩინა, დაამტკიცა, რომ რთულ ვითარებაში თამაშის შემოტრიალება ძალუძს და შესვენებაზე შეგირდებს უფრო აგრესიულად თამაში დაავალა.
ჰეიგს იმედი ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგე დაიღლებოდა, უპირატესობას დაეუფლებოდნენ და კარგი გუნდი ჰყავს.
მან ახალგაზრდები გამოარჩია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვება მთელმა გუნდმა მოიპოვა და ხვალიდან ტონგასთან შეხვედრისთვის შეუდგებიან სამზადისს.
ამიტომ უნდა შეწყდეს ის ისტერიკა რომ ლობჟანიძე ცუდათ თამაშობს, ეს არის მედროვეობას აყოლილი სუბიექტური აზრები. ძალიან მაგარი მორაგბეა და დიდ კვალს დატოვებს ქართულ რაგბში!!! წარმატებები ლობჟან.