ტესტ-მატჩში სამოას ძლევის შემდეგ, ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა.
"ასეთ ძლიერ გუნდთან კარგა ხანია თამაში არ შემოგვიტრიალებია. გადამწყვეტი ის იყო, მიღებული ლელოს შემდეგ ვამბობდით, ნურავინ ნუ ვიფიქრებდით იმას, რომ თამაში წაგებული იყო. ეს ჩვენი ზრდის ნაწილია. არ შეიძლებოდა ყურები ჩამოგვეყარა და გვეთქვა, რომ უკვე ვეღარ დავეწეოდით.
ვიცოდით, უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა და გავიმარჯვეთ.
ერთი წამით არ მიფიქრია ნაოპერაციევ ფეხზე, ამის უფლება არ მქონდა, არც დრო. ისე, უკეთესი მატჩებიც ჩამიტარებია. ჩვენს საუკეთესო სათამაშო ფორმას დავიბრუნებთ, რასაც რა თქმა უნდა,
დრო სჭირდება.
კი მოვიგეთ, მაგრამ 3 შეხვედრაში წაგების გამო, გულშემატკივრების წინაშე ვალში ვართ. დღეს სიმბოლურად აღვნიშნავთ გამარჯვებას და ქომაგებს მოვუწოდებ, ტონგასთან მატჩზე მოვიდნენ და ერთად გავიმარჯვოთ".