საქართველოს ნაკრებმა ტონგა 20:9 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.

ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.

26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.

65-ე წუთზე
არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.

ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ბაბუა , მემისმინე აგერ ერ წამა!!!! რა მერე იტალიამ რო მეგვიგო?!?!? რა მოხდა?! ?! დეიქცააა ქვე(ყანააა)?!! აგერ ნახავ 3-4 წელიწადში იტალიას ბეჭებზე გაკრულს....
Vasili
23:52 24-11-2018
5
მე, პირადად, განსაკუთრებით იმან გამაოცა და გამახარა, რომ, დრო რომ გაწითლებული იყო და მოგება გარანტირებული, ჩვენებმა ბურთი ხელში რომ ჩაიგდეს, აუტში კი არ გადააგდეს და თამაში კი არ დაასრულეს, არამედ ლელოზე წავიდნენ! დიდებული ლელოც დადეს, მაგრამ კიდევაც რომ არ დაედოთ, მათი ეს გადაწყვეტილებაა ჩემთვის უძვირფასესი! სიხარული და ბედნიერება საქართველოს და წარმატებები ბიჭებს! მსოფლიოზე კი უკვე ყველა მატჩში უკლებლივ გამარჯვებისათვის უნდა ვიბრძოლოთ! იტალიასთან რაც მოხდა, ეგეც გარკვეულწილად გამოუცდელობის ბრალი იყო. მომავალში გვიფრთხილდნენ!
1

სიახლეები პოპულარული