ტესტ-მატჩში ტონგას ძლევის (20:9) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა.
"უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია გუნდის სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ბოლო ორი შეხვედრა მოვიგეთ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ კომპონენტში თამაში დავხვეწეთ. მაგალითად ჰაერში თამაში, რომელიც ჩვენს ძლიერ მხარედ არ ითვლებოდა, რაც მისასალმებელია".