ვიკიპედიის გვერდზე განთავსბული ინფორმაციის თანახმად, ბორჯღალოსნები საზაფხულო ტესტ-სერიის პირველ მატჩში თბილისში რუსეთის ნაკრებს 24 აგვისტოს უმასპინძლებენ. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.
იქამდე, ერთა ლიგაზე რუსეთს 17 მარტს სტუმრად დავუპირისპირდებით.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი თბილისში 31 აგვისტოს შოტლანდიას შეხვდება და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პირველი დონის ნაკრები გვეწვევა. 6 სექტემბერს ამავე გუნდების მატჩი უკვე მარიფილდში ჩატარდება.
მსოფლიოს 2019 წლის თასის გათამაშება იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. ჩვენი გუნდის მეტოქეები D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.