მამუკა გორგოძე ნაკრებზე: არ მინდა იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო

AutoSharing Option
"ტულონის" ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თემაზე ისაუბრა.

მან ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სურს, ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახოვრდეს.

- მსოფლიო თასზე მოთამაშე საქართველოს ნაკრების "შორიდან" ყურება არ გაგიჭირდება?
- გამიჭირდება, მაგრამ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მჯობნის მჯობნი კი არ დაილევა... მთავარია, როცა უკან მივიხედავ, არ მრცხვენია ჩემი კარიერის; მეტიც, ვამაყობ კიდეც! კაცურად დავასრულე ნაკრებში თამაში, უკან არასდროს დამიხევია და არც ამ გადაწყვეტილებას ვნანობ... ნაკრების თამაშის შორიდან ყურება რთული იქნება, მაგრამ უკვე ორი წელია,
ამას შეგუებული ვარ...

- ვიცით, რატომაც გადაწყვიტე ნაკრებიდან წასვლა - გინდა ქომაგს საუკეთესო ფორმაში ახსოვდე და არც ახალი გუნდის შენებას "შეუშალო ხელი", მაგრამ არ ფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლა გარკვეულწილად ეგოისტური გადაწყვეტილება იყო?
- შესაძლოა, ვინმე ასეც ფიქრობს, მაგრამ ჩემი კარიერის შემდეგ არა ვარ იმის ღირსი, ჩემს თავზე ვიფიქრო და ჩემებურად გადავწყვიტო? შეგიძლიათ ეგოისტური დაარქვათ, მაგრამ მირჩევნია თქვან, მამუკა რომ გვყოლოდა, უკეთ ვითამაშებდითო, ვიდრე ის იფიქრონ, დაბერდა და ვერ მიხვდა, რომ უნდა წასულიყოო. გულშემატკივარმა ხომ არ იცის, რას განვიცდი და როგორ მდგომარეობაში ვარ? ჩემი გადაწყვეტილების სისწორე კი იმანაც აჩვენა, რომ ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სული ვეღარ მოვითქვი, სულ ტრავმირებული ვიყავი... არადა, მანამდე სად გინახავთ ჩემი ტრავმა?!

- ეროვნულ ნაკრებში ბევრ ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა თავის გამოჩენის შანსი...
- მწვრთნელმა სხვებზე უკეთ იცის, ვის და როდის მისცეს შანსი. ხაზის მოთამაშეები ადრეულ ასაკში "იხსნებიან" და მორკინალებთან შედარებით უფრო ადრეც ამთავრებენ კარიერას. ამიტომაც არ უნდა მოვერიდოთ მათთვის შესაძლებლობის მიცემას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველაფერს მართალს ამბობს მამუკა და მისი ძალიან კარგად მესმის,მაგრამ თუ ამ გაზაფხულზე ჯანზე იქნება და ტრავმებიც არ შეაწუხებს...რატომაც არა?მეტი ერბო,ფაფას არ აფუჭებსო და თანაც მეორე მესამე ხაზში კადრების ნაკლებობა გვაქვს.თუ კიდევ ვინმე დაგვემტვრა სერიოზულად,მაშინ უკვე ძალიან დაგვჭირდება მამუკა.მას იმხელა ინტელექტი და გამოცდილება აქვს,რომ უმოკლეს დროში ჩაჯდება ნაკრების ახლანდელ სათამაშო სისტემებში.ზირაქაშვილიც მშვენიერ ფორმაშია,მაგრამ პირველ ხაზში, საკმარისი ბიჭები გვყავს და მის დაბრუნებაზე ფიქრი,ალბათ აუცილებელი არ არის,მამუკასაგან განსხავებით.
პ.ს. სიმართლე გითხრათ, არა მჯერა,რომ გინდა ზირაქამ და გინდა მამუკამ, ნაკრების დახმარებაზე უარი თქვან,თუკი ამის დიდი აუცილებლობა დადგება.ბორჯღალოსანი ხომ ყოფილი არ არსებობს,ბორჯღალოსანი,სამუდამოდ ბორჯღალოსანია.
სოსო
11:31 19-01-2019
2
მადლობა მამუკა!!
პატივს ვცემთ შენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იცოდე ყველას გვინდა შენი დაბრუნება მდოფლიოზე.
Geo_Dinamo
14:00 19-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული